თეგებით ძიება

"აღარ მომწონს ჩემი თავი, გარეგნობა, აღარც ცხვირი, ტუჩი, თვალი და წარბი" - რისი მსხვერპლი გახდა და რაზეა დამოკიდებული თიკა ფაცაცია?

ულამაზესი და მომხვიბვლელი ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში, "Instagram-ზე" ვიდეოს აქვეყნებს და საკუთარი პრობლემის შესახებ საჯაროდ საუბრობს.

თიკა გამომწერებს უყვება, რომ იგი ფოტოების გადაღებისას ერთ-ერთ ფილტრს იყენებდა, რომლის საშუალებითაც მას ეცვლებოდა თვალის ფერი, ცხვირი ფორმა, გამოიყურებოდა უფრო ახალგაზრდულად და ეს ძალიან მოსწონდა.

გარკვეული დროის შემდეგ მომღერალმა შეატყო, რომ ამ ფილტრზე დამოკიდებული გახდა და მის გარეშე გადაღებული ფოტოები უკვე აღარ მოსწონდა. ამის გამო, აღარ მოსწონდა საკუთარი გარეგნობა და სახის ნაკვთებიც.

მომღერალმა გადაწყვიტა, ჩაეწერა ვიდეო და ყველასთვის გაენდო თავისი დამოკიდებულება, რადგანაც მისი თქმით, შენიშნა, რომ ბევრი იმყოფებოდა ამ ხიბლის ქვეშ.

სწორედ ამიტომ, გამოვიდა ინიციატივით და მოუწოდა ყველას, რომ არ გადაიღონ ხელოვნური ფოტოები და გამოაქვეყნონ, მხოლოდ - ბუნებრივი. ამ „ჩელენჯს“ კი „ბუნებრივი მე“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ თიკას ინიციატივას ბევრი ქალბატონი გამოეხმაურა და "ბუნებრივი მე-ს" სახელით უამრავმა მათგანმა "Instagram-ზე" ფოტო თუ ვიდეო "Story" გამოაქვეყნა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა