\'\' აფთიაქები ხართ ნაძირლები, იმის მაგივრად, ასეთ დროს ფასები გაანახევროთ, ყველაფერზე ფასები გააორმაგეთ\'\' - ირაკლი ლატარია
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ლატარიას თქმით, აფთიაქებს იმის მაგივრად, რომ ფასები გაენახევრებინათ, პირიქით- გააორმაგეს.
ირაკლი ლატარია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს, რომ აფთიაქების ხელმძღვანელობა დაიბაროს და ფასების გააიაფება მოსთხოვოს.
\'\' აფთიაქები ხართ ნაძირლები, იმის მაგივრად ასეთ დროს ფასები გაანახევროთ, ყველაფერზე ფასები გააორმაგეთ. ათასი ვინმე მწერს, ყოველდღე რომ 10 ლარი გვჭირდებოდა წამლებში, ახლა ვიხდით 18 და 20 ლარსო. ასეთი ღორები რამ გაგხადათ? ასეთი უგულოები? როგორ უნდა შეგერგოთ მასეთი ფული? ხელისუფლება, ხელისუფლებაო ყველა რომ ვაწვებით, ღორი და ახვარი რომ დაიბადები არსება, ხელისუფლება გიშველის?
მინდა ვთხოვო ბატონ პრემიერს, 24 საათი რომ ნერვიულობს როგორ დაეხმაროს ამ გაჭირვებულ ხალხს, მარტივად მოგვარებადია - დაიბაროს ეს აფთიაქების შეფები და კი არ თხოვოს, მოთხოვოს, ამ დროს მაინც ფასები გააიაფონ, თორემ შემოვუშვებ ფინანსურსთქო და ეს ხომ მაინც ზუსტად ვიცით, რომ მათ დარღვევები აღმოაჩნდებათ იმდენი, რომ სულ ეყოფა პანდემიის დროს დახმარებებში რომ გადაიხადონ..\'\', - წერს ირაკლი ლატარია.