სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსის 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით 120 ადამიანი საკარანტინე სივრცეში იმყოფება.
რუხის კლინიკაში 143 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 95, 13-ის მდგომარეობა კი მძიმეა.
სენამედის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმეა 8-ის მდგომარეობა.
ფოთის კლინიკაში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ამათგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 32 პაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 28ინფიცირებულს მკურნალობენ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში 2 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი, 74 წლის ქალბატონი, მარტვილის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა და ჰქონდა თანმდევი დაავადებები. ის ქუთაისში კლინიკაში გარდაიცვალა.
75 წლის კოვიდ ინფიცირებული მამაკაცი კი, ზუგდიდში ცხოვრობდა. ის რუხის კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა. მასაც თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 162 475 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 133 511-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 504 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.