თეგებით ძიება

სოფო ბედია – ₾5739, ნიკა არაბიძე – ₾5625, თემურ თათარაშვილი – ₾4464... - ვის რამდენი გადაუხადა კონცერტებში „ოცნებამ“?

“ქართული ოცნების” ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, პარტიამ წინასაარჩევნო საკონცერტო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის არაერთი ცნობილი სახე დაიქირავა, მათ შორის: მუსიკოსები, წამყვანები და მსახიობები.

გთავაზობთ კონცერტებში  მონაწილე რამდენიმე შემსრულებლის მიღებულ ანაზღაურებას:

მომღერალი ეკა კვალიაშვილი – ₾637

მომღერალი დათუნა მგელაძე – ₾637

მომღერალი მარიტა როხვაძე – ₾1275

მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი – ₾1250

მსახიობი დავით ხურცილავა (ჯაპანა) – ₾1875

წამყვანი ნანიკო ხაზარაძე – ₾2551

მომღერალი სოფო ხალვაში – ₾2551

მომღერალი რომან რცხილაძე – ₾3125

მომღერალი მანანა თოდაძე – ₾3750 

მომღერალი თამუნა ამონაშვილი – ₾3826

მომღერალი თემურ თათარაშვილი – ₾4464

მომღერალი სალომე ბაკურაძე – ₾5102

მომღერალი გიორგი ნიკოლაძე(ნიკოლშოუ) – ₾5102

იუმორისტი ნიკა არაბიძე – ₾5625

მომღერალი სოფო ბედია – ₾5739

იუმორისტი გიორგი გაბუნია – ₾8928

პრაიმჰაუსის გამარჯვებული გიორგი დიასამიძე – ₾9566

იუმორისტი ჯიმო აბესაძე  – ₾10 204

ანგარიშიდან შეუძლებელია გარკვევა, ამ პირებმა რამდენჯერ მიიღეს მონაწილეობა “ოცნების” მხარდამჭერ კონცერტებში.

საანგარიშო პერიოდში, ჯამში, ქართული ოცნების ფაქტობრივმა ხარჯებმა – 14 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

წყარო: „ნეტგაზეთი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა