თეგებით ძიება

ვიღაცეების ბოდვებზე, რომ მე ფული ავიღე, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ - ელისაშვილი პარლამენტში შესაძლო შესვლის შესახებ

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მის შესაძლო შესვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ბოდვას უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთ სისულელეზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს:
"ვიღაცეების ბოდვებზე და უსინდისობებზე და ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელისაშვილი, გიორგი ვაშაძე და გირჩის რამდენიმე წევრი, ზურაბ ჯაფარიძის გამოკლებით, პარლამენტში შესვლაზე თანახმაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა