65 მილიონის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ნინო წილოსანის მამა სააპელაციომ გაამართლა
65 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე "ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული პირები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს და წერს, რომ პალატამ განაჩენი 4 სექტემბერს გამოიტანა. სააპელაციომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი უცვლელი დატოვა.
საქმეში ბადრი წილოსანის გარდა ბრალდებულები იყვნენ: ვლადიმერ აბულაძე (ნინო წილოსანის ყოფილი მეუღლე), მამუკა დოლიძე, ირაკლი ეზუგბაია, დავით ჯინჯოლია, აბელ გიორგობიანი, დავით გელაშვილი და გიორგი ჟღენტი.