თეგებით ძიება

ლარი კვლავ გამყარდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2700 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2910 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.10 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9639 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9847 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.08 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4182 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.3687 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 დეკემბრიდან შევა ძალაში.

წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა