თეგებით ძიება
28. 11. 2024 მსოფლიო

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოახდინოს რეაგირება ვლადიმირ პუტინის მუქარაზე კიევში სამთავრობო ობიექტებზე დარტყმასთან დაკავშირებით - უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოახდინოს რეაგირება ვლადიმირ პუტინის მუქარაზე კიევში სამთავრობო ობიექტებზე დარტყმასთან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ მოსკოვი ირჩევს სამიზნეებს უკრაინაში, რომელიც შეიძლება მოიცავდეს გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს კიევში.

„ჩვენ ველით, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც მოუწოდეს ყველას, თავიდან აიცილონ ომის გაფართოება, რეაგირებას მოახდენენ პუტინის დღეს გაკეთებულ განცხადებებზე“, - აღნიშნა გეორგი ტიხიმ.

„პუტინი აშკარად ცდილობს ამ განცხადებებით გავლენა მოახდინოს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე და ცდილობს აჩვენოს, რომ ეს ახალი ადმინისტრაცია სუსტია“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა