თეგებით ძიება

სანამ ევროპა არ გათავისუფლდება საკუთარი ცივილიზაციის დამღუპველი ტენდენციებისაგან, საქართველოს იქ არაფერი ესაქმება" - დავით ქართველიშვილი

ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის თქმით, სანამ ევროპა არ გათავისუფლდება დამღუპველი ტენდენციებისგან, იქამდე საქართველოს ადგილი იქ არ არის და ამიტომ, ხელისუფლება თავად აჩერებს ამ ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმას.

„ისტორიულად, არც ერთი იმპერიის დროებითი წნეხის ქვეშ, უამრავი მოღალატისა და კოლაბორაციონისტის მიუხედავად - საქართველო არ კარგავდა თავის ღირსებას, საკუთარი ისტორიული როლის მნიშვნელობას, არ აცხადებდა უარს ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე, სისხლით და თავდადებით იცავდა მამულს, ენას და სარწმუნოებას.

შედეგად და ყოველ ჯერზე, მორიგი განსაცდელის გადალახვისას, ქვეყანა თავის უფრო ძლიერ მდგომარეობას უბრუნდებოდა, ხოლო ჩვენზე უფრო მძლავრი დამპყრობელი იმპერიები სუსტდებოდნენ ან საერთოდ ქრებოდნენ დედამიწის ზურგიდან. საქართველომ, თავის ისტორიაში, თვით რუსეთის ორივე განსახიერება: მეფისა და ბოლშევიკური - წარმატებით დაამარცხა.

ამ უდიდესი ისტორიული გამოცდილების წინაშე, დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტური, ლგბტ „ფასეულობებზე“ დამყარებული ბოროტების იმპერია როდემდე უნდა ყოფილიყო ან მიმზიდველი, ან ჩვენი გაუთავებელი „გაროზგვის“ სუბიექტი ტოტალურ უსამართლობაზე დამყარებული შანტაჟისა და დაშინების წნეხის გზაზე. დღეს მიიღეს მორიგი ანტიქართული ევრო რეზოლუცია და შეუძლიათ „შიგ ევროპაში“ დაიტოვონ იგი.

სანამ ევროპა არ გათავისუფლდება საკუთარი ცივილიზაციის დამღუპველი ტენდენციებისაგან, სანამ ევროპა გონზე არ მოვა - საქართველოს ამ თანამედროვე „სოდომსა და გომორად“ ქცეულ სუბსტანციაში არაფერი ესაქმება. საქართველო, ოთხი წლით, თავად აჩერებს ასეთი ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმას. ჩვენთვის ან დადგება ის დრო, როდესაც ნანატრი მარგალიტი გავხდებით გაბრწყინებული ევროპის გვირგვინზე, ან ფასეულობითი დაღუპვისაკენ მიმავალ „შიგევროპასთან“ ამ ეტაპზე საერთო არაფერი გაგვაჩნია...“. - წერს დავით ქართველიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა