თეგებით ძიება

ალეკო ელისაშილი: ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებულები, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი, რადგან ვერ მოხვდნენ პარლამენტში

პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ლიდერის თქმით, „ევროპული საქართველო“ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე მოლაპარაკებების საბოტაჟით არის დაკავებული.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა Facebook-ლაივის დროს განაცხადა. მისი თქმით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ პარტიის ლიდერები - გიგა ბოკერია და გიგი უგულავა მე-10 მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

„ელჩები რას გვეუბნებიან, რომ მოდით პროცესს ნუ დააზიანებთ. გარეთ თუ გავა ის, რაზეც აქ ვლაპარაკობთ, მერე პროცესი დაზიანდება, შეთანხმებამდე ვერ მივალთ. ეს ძალიან მარტივია. იქ რაღაც თანამდებობებს და ფულს კი არ ვიყოფთ. და მე რომ სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან. ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები, პირდაპირ საბოტაჟით, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი. იმიტომ, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში უგულავა და ბოკერია“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გუშინ კვლავ შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა. შემდეგი შეხვედრა შესაძლოა დღესვე გაიმართოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა