თეგებით ძიება

რა შემთხვევაში შევა ალეკო ელისაშვილი პარლამენტში?

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ ელჩებთან მოლაპარაკებების პროცესში საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმდებიან.

"მე იქიდან თუ ეს გარანტია მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა. ისე გახადეს, რომ "პარლამენტში არ შევალ"... გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, გეგონება საქართველოს უნდა უღალატო, პარლამენტში თუ შეხვალ. ასე ტყუილად პარლამეტში არ შევალ ცოცხალი თავით, ქუდი რომ შემიგდონ და არც შევდივარ, ხომ ხედავთ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და იმ მოლაპარაკებებზე დავდვარ პასტით და ფურცლით. ამით თუ გამოვალ, იქედან გამოვალ თავაწეული და ვფიქრობ, ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს, არ აურიოს ეს ქვეყანა და რევოლუცია არ მოხდეს", — განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, მხოლოდ ეს რომ მოიპოვოს და პოლიტიკაში სხვა არაფერი გამოუვიდეს, ამით მთელი ცხოვრება კმაყოფილი იქნება. Facebook ლაივში მან ასევე აღნიშნა, რომ ფულზე არასდროს გაიყიდება.

"ხელფასისი იქით არ ამიღია არასოდეს არც ერთი თეთრი და ასე ვიცხოვრებ ყოველთვის. თუ რამე არაპოპუალარულ გადაწყვეტილებს მივიღებ, მთავარია, მე მჯეროდეს, მე მწამდეს და ქვეყნის ინტერესებს შეესაბამებოდეს. რა თქმა უნდა, არანაირი ფული არ... ვინ გამიბედავს, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს ლაპარაკს, ცოცხალი ვერ გამასწრებს იქედან. არავის ვემუქრები, მაგრამ ეს ყველამ კარგად იცის და ამიტომ ამაზე არავინ დამელაპარაკება", — ამბობს ის.

ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ქართულმა ოცნებამ ამისთვის პასუხი უნდა აგოს. მისივე თქმით, "ერთჯერადი ხეირი" არ სურს და მთავარია ერთხელ და სამუდამოდ არჩევნები იყოს არჩევნები, რომელსაც მოქალაქეები ენდობიან.

"ახლა რომ გვეუბნებიან, შემოდით პარლამენტშიო... ვინ ოხერი, ვინ შევა?! პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ და იმ მოლაპარაკებებზე მიდის ლაპარაკი პოლიტიკური ფასის გადახდაზე, რგორც უნდა დაისაჯოს ქართული ოცნება ცუდად, საზიზღრად ჩატარებული არჩევებისთვის. გვაქვს ახლა შესაძლებლობა, რომ იმ მოლაპარაკებებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომიიების დაკომპლექტების წესი. ამაზე ვმუშაობთ იქ საათობით, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც მივადექით ყველანი", — ამბობს ის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა