თეგებით ძიება
09. 12. 2020 ბიზნესი

Waxy Wonders - სიყვარულით შექმნილი სანთლები თქვენთვის

#წინასაახალწლოსაჩუქარიბიზნესს - სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, TIA.GE პროფესიით ექიმს, 27 წლის მარიამ ქევანიშვილს გაგაცნობთ, რომელიც ძირითადი პროფესიის გარდა, თვითნასწავლი შემოქმედია.

მარიამს სურნელოვანი სანთლების მიმართ სიყვარული ბავშვობიდან ჰქონდა და პანდემიის პერიოდში ჰობი დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქცია.

"მე ვარ მარიამ ქევანიშვილი, 27 წლის, waxy wonders-ის შემქმნელი. პროფესიით ვარ ექიმი, ამ ეტაპზე ოტორინოლარინგოლოგიის რეზიდენტი, მომავალი აუდიოლოგი. პანდემიის გამო სახლიდან ვმუშაობ, გავდივარ სწავლების კურსს საზღვარგარეთ. მოგეხსენებათ, რომ სახლში ყოფნა ძალიან რთულია, მეც ისევე მიჭირს როცა ყველას. ბავშვობიდან მიყვარს სანთლები, განსაკუთრებით სურნელოვანი. მუდმივად ვყიდულობ. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი რომ აუცილებელი იყო მქონოდა ჰობი, რომელზეც დროებით გადავერთვებოდი ამ პანდემიისას. დავიწყე ვიდეოების ყურება, რომ მივმხვდარიყავი რომელი ხელსაქმე უფრო გამომივიდოდა. რა თქმა უნდა სანთლებზე შევაჩერე არჩევანი. მაშინ ინტერნეტ მაღაზიაზე საერთოდ არ მიფიქრია, ჩემთვის მინდოდა, გასართობად. რამდენიმე დღის შემდეგ განვათავსე ფოტოები სოციალურ ქსელში, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მივხვდი რომ შემეძლო მეტი დამემზადებინა, უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შემექმნა და მეტი ადამიანისთვის გამეთბო სახლში ყოფნის მძიმე პერიოდი", - აღნიშნა მარიამმა TIA.GE-სთან საუბრისას.

მარიამის მიერ დამზადებული სანთლები შეგიძლიათ ნახოთ ფეისბუქის გვერდზე: Waxy Wonders

Waxy Wonders - სიყვარულით შექმნილი სანთლები თქვენთვის


"ამჟამად მაქვს ინტერნეტ მაღაზია Waxy Wonders, ვფიქრობ კარგად გამომდის. ხალხს ძალიან მოსწონს ჩემი ნამუშევრები. ყველაფერი ხელნაკეთია. დასამზადებლად ძირითადად ბუნებრივ არომატიზატორებს ვიყენებ".



სანთლებზე არანაკლებ მიმზიდველია სასაჩუქრე შეფუთვა, რომელსაც მარიამის დედა ამზადებს.

"მუდმივად ვფიქრობ ახალ დიზაინზე, რომ უფრო მრავალფეროვანი იყოს არჩევანი. მაქვს განსაკუთრებული შეფუთვა, რომელსაც დედა ამზადებს. განსაკუთრებული გემოვნების გამო, სანთლებზე არანაკლებ მოწონებას იმსახურებს მისი შეფუთვაც".



ახალი წელი მოდის, ვფიქრობ ბევრი ადამიანის საახალწლო სუფრას დაამშვენებს waxy wonders-ის სიყვარულით შექმნილი სანთლები.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა