თეგებით ძიება

საპარლამენტო უმრავლესობა მანდატებს შეუწყვეტს იმ დეპუტატებს, ვინც საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს - კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სპეციალურ ბრიფინგზე ოპოზიციის ბოიკოტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მანდატებს შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც განცხადებით მიმართავს შესაბამის საკანონმდებლო ორგანოს.

"პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ, -ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ასევე მანდატებს შეუწყვეტს იმ დეპუტატებს, ვინც საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

„ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათ მიერ განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა