თეგებით ძიება

მოვუწოდებთ კოლეგებს ოპოზიციიდან, შემოვიდნენ პარლამენტში და დაგვეხმარონ იმ შეთანხმების აღსრულებაში, რომელსაც მივაღწიეთ "ოცნებასთან" - ხვიჩია

"გირჩის" ლიდერი პარტია იაგო ხვიჩია ოპოზიციის სხვა წევრებს მოუწოდებს პარლამენტში შევიდნენ, რათა დაეხმარონ იმ შეთანხმების აღსრულებაში, რომელსაც "ოცნებასთან" მიაღწიეს:
"საჯარო ლაპარაკი დაიწყო მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელიც აქამდე არასაჯარო პროცესი იყო. მოლაპარაკების მაგიდაზე ყველამ იცოდა პირველივე დღიდან რომ ყველას ერთი და იგივე საკითხი არ აწუხებდა. სხვადასხვა საკითხი იყო, რომელიც ამ პოლიტიკური შეთანხმების საგანი უნდა ყოფილიყო. ალეკო ელისაშვილმა მისი პრიორიტეტი დაასახელა, მეც დავასახელე ცოტა ხნის წინ "გირჩის" პრიორიტეტი. სხვაც დაასახელებს ალბათ და მნიშვნელოვანია ეს, კარგი პროცესია.

მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან დაგვეხმარონ იმ შეთანხმების აღსრულებაში, რომელსაც მივაღწიეთ "ქართულ ოცნებასთან". შემოვიდნენ პარლამენტში, დაუჭირონ მხარი და ამითი განვმუხტოთ ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც 20 ივნისის შემდეგ ამ ქვეყანაში არსებობს. ეს იქნება ჩემი საჯარო მოწოდება," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა