თეგებით ძიება

\'\'მაგრად დავდგეთ ჩვენს პოზიციებზე, შევუძახოთ ერთმანეთს, გოჯი არ დავუთმოთ მტერს\'\' - დავით გადელია




ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


\'\'მართალი არიან ჩემი ჭკვიანი მეგობრები. რა დროს პარლამენტში შესვლაა! არ ჯობია, რაც უფრო მეტად აირევ-დაირევა ეს ქვეყანა და დაინგრევა!?! თუ ძალიან გაგვიმართლა, ეგებ სამოქალაქო ომსაც გამოვკრათ ხელი!! წინაზე ხომ შევძელით და მოგებულიც დავრჩით- გავწმინდეთ ქალაქი და ქვეყნის ადგილი გამოჩნდა ასაშენებლად. ახლაც, რაც მეტს დავანგრევთ, მით მეტი სამუშაო ადგილები გაუჩნდებათ დეველოპერებს. მაგრად დავდგეთ ჩვენს პოზიციებზე, შევუძახოთ ერთმანეთს, გოჯი არ დავუთმოთ მტერს (არ დაიწყოთ ბიძაშვილ- ნათესავ- მეზობლიბა- სხვა აზრზე მყოფი, ყველა მოსისხლე მტერია!). ცოტა კიდე გაუძელით, ეგებ მართლა ჩამოიშალოს ქვეყანა, ნუ გეშინიათ, მარტო შიგ ვინც ვართ ის მოვყვებით, გარედან ალბათ კარგი სასეირო სანახავიც კი იქნება!
პ.ს. არ გეწყინოთ (ან, თუნდაც გეწყინოთ, მაინც სათქმელია): ვისაც რეალურად არ სურს კომპრომისი და იმედი აქვს "მღვრიე წყლის", მას ან სიძულვილისგან აქვს გონება დაბნელებული, ან უიმისოდაც გონებადაბნელებულია, ან მოგზავნილი. სულ ერთია ვინ იქნება ის- მიწის მუშა (რაც, ნაკლებსავარაუდოა პრაგმატიზმის და კაცთმოყვარეობის გამო), თუ ტელევიზორში მუდამ გაჭედილი პოლიტიკოსი, რომელსაც ყველაზე ჭკვიანი ჰგონია თავი. საკუთარი ქვეყნის არსიყვარული ბიოლოგიურ დონეზე უტვინობაა..\'\', - წერს დავით გადელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა