ლარი გაუფასურდა
ეროვნული ბანკის ცნობით, 10 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2838 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2812 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.26 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9731 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9781 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.50 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4170 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3694 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 11 დეკემბრიდან შევა ძალაში.
წყარო:pia.ge