თეგებით ძიება

გახარია მთავრობის ახალ შემადგენლობას მიმდინარე კვირაში წარადგენს

გიორგი გახარია მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე კვირაში წარუდგენს.

ქვეყნის მთავრობა ახლა მოვალეობის შემსრულებელია. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მოქმედი მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის.

მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანოს უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მეცხრე დღისა. საკითხს კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ და შესაბამის დასკვნებს პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ.

შემდეგ უკვე ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა და კენჭი ეყრება. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა