თეგებით ძიება

"წერტილი დავსვი მე, იმიტომ რომ მიზანი გადამერჩინა" - გახარია ხაზარაძესთან შეთანხმების ჩაშლის დეტალებზე

დაუბრუნდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდას პარტია „საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და აქვს თუ არა პერსპექტივა ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანებას. აღნიშნულ თემაზე საგანგებო განცხადება პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

"ჩემი მხრიდან ნეიტრალური პლატფორმის საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში. გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ მიზანი გახლდათ არა შეთანხმენის მიღწევა, არამედ ის თუ ვის დაბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა. წერტილი დავსვი მე. წერტილი დავსვი იმიტომ რომ მიზანი გადამერჩინა - ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო სამართლიანი ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა, როგორც ქვეყანაში პოლარიზაციის და ორპლოუსიანობის დაძლევის. ხაზარაძე არ დათანხმდა ნეიტრალურ პლატფორმას, გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ პრინციპს, კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არა მხოლოდ ოცნებასთან არამედ ნაციონალურ მოძრაობასთანაც. ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უარი ვთქვით ყველაფერზე, პარტიაზე და პარტიულ ნომერზეც, რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ ააცილა მიზანს." - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია საქართველოსთვსი ლიდერის თქმით, ისინი კვლავ მზად არიან შეთანხმებისთვის, ოღონდ საკუთარი პირობებით.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას შემდეგი პრინციპებით: ნეიტრალური პლატფორმა, გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტულ პრინციპი, კოალიციის დაუშვებლობა როგორც ოცნებასთან, ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან. მე მადლობას ვუხდი პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძეს, მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ამჟამინდელმა პროცესმა იმედგაცრუება არ გამოიწვიოს და ამ მოლაპარაკებების საბოლოო მიზანს რასაც პოლრიზაციის დაძლევა წარმოადგენს ყველა ერთად მივაღწევთ." - აღნიშნა გახარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა