თეგებით ძიება

"გვარამიას ბოლოდროინდელი პერფორმანსები და დასავლურ ღირებულებებზე თავდასხმები, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახეა"

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, "მთავარი არხის"გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბოლოდროინდელი პერფორმანსები და თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე.

მისივე თქმით, ძნელია, კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც სტრატეგიული პარტნიორის ელჩზე ასეთ თავდასხმას ახორციელებს.

„ნიკა გვარამიაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – მისი ბოლოდროინდელი პერფორმანსები და თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, ასევე მისი ისტერიკა, ალბათ, სხვა სიტყვა არ შეეფერება, სამწუხაროდ, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახეა. ეს ძალიან მძიმე სანახაობაა პიროვნულად და ადამიანურად, რადგან მას მთლიანად ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ცვლილება. ამას ისახავდნენ მიზნად ის და თანამებრძოლები. ეს გეგმა ჩაფუშულია, ჩაფლავებულია, როგორც მათ უყვართ თქმა და შესაბამისად, რეაქციაც არის განწირული ადამიანის გამარგინარებული. ძნელია, კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც სტრატეგიული პარტნიორის ელჩზე ამ სიტყვებით და ასეთ თავდასხმას ახორციელებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალის შესახებ, წულუკიანმა უპასუხა, რომ გარკვეული ტელევიზიის წარმომადგენლები მის სახლშიც შესულან არასრულწლოვნების თანდასწრებით.

„ოჯახი ყველას გვყავს. რას ამბობთ, თურმე, ძნელია, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული? ჩვენც გვყავს პატარა შვილები. „ტვ პირველი“ ჩემს სახლში ბევრჯერ ხართ ბავშვების თანდასწრებით შემოვარდნილები და ამიტომ ცოტა ტონს დაუწიეთ. ნიკა გვარამიას პერფორმანსი არის გაბომჟებული საცოდაობა, ეს არის საცოდაობა, სანახაობა კი არ არის. „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“ ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრულწლოვან ძმიშვილებთან მოტყუებით მიკროფონით არის შევარდნილი სახლებში. თუ ნიკა გვარამიას ჰყავს ოჯახი, სხვებსაც გვყავს და დაიცავით. ყველას ოჯახში ხართ შევარდნილი ბავშვების თანდასწრებით და ნიანგის ცრემლებს ნიკა გვარამიას ოჯახზე არ გადმოვყრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა