თეგებით ძიება

დაბალი პოლიტიკური ენაა... სულ მცირე, ადამიანური თანაგრძნობა უნდა გქონდეს ოჯახსა და ბავშვებზე საუბრისას - ლომჯარია წულუკიანზე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განათლების კომიეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოჯახსა და შვილებზე საუბრისას მეტი ეთიკა მოეთხოვება. ლომჯარია წულუკიანის კომენტარს დაბალ პოლიტიკურ განცხადებად აფასებს:
"ადამიანური თანაგრძნობა, სულ მცირე, უნდა გქონდეს ოჯახის მიმართ, რომელიც ძალიან დიდი წნეხის და ზეწოლის ქვეშაა. მით უმეტეს, როცა საუბარი გვაქვს ბავშვებზე და მათ ემოციებზე და მიუღებელია ჩემთვის მსგავსი ტექსტებით საუბარი. ძალიან რთულია, ზოგადად, ესეთი დაბალი პოლიტიკური ენის შეფასება. მე ვფიქრობ, ეს არის არაეთიკური და არ არის სწორი, როცა საქმე ეხება ოჯახის წევრებს. საჯარო პირებმა შეიძლება ითმინონ კრიტიკა და არაეთიკური გამონათქვამებიც, მაგრამ როცა საქმე ეხება არასრულწლოვნებს და ოჯახის წევრებს, მსგავსი განცხადებები მიუღებელია და მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

როცა კადრებში ხვდებიან მცირეწლოვნები, არ უნდა ექვემდებარებოდეს გასაჯაროვებას და მაქსიმალურად უნდა გააკეთოს სახელისუფლებო ორგანოებმა ყველაფერი, რომ ბავშვები დაცული იყვნენ იმ მავნე ზეგავლენისაგან, რაც მსგავსი კადრების გასაჯაროებას შეიძლება მოჰყვეს", - აცხადებს ლომჯარია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა ახალ წლამდე დაიწყება და მას ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან. მან ასევე გააჟღერა ინფორმაცია, რომ მის ოჯახს უთვალთვალებენ, რაზეც წულუკიანმა დამცინავი კომენტარით უპასუხა:

"ძნელია, თურმე, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, თუ რატომაა გაღიზიანებული?".

წულუკიანის განცხადებას ნეგატირუი გამოხმაურება უკვე მოჰყვა.



წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა