თეგებით ძიება

როდის მოიხსნება საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვა? - მინისტრის პასუხი

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ანტიკრიზისული დახმარების შედეგად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით.

„დასრულების ფაზაშია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და ასევე მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა