თეგებით ძიება

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან.

ორგანიზატორების თქმით, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია გამოაქვეყნა, საჭიროა მომიტინგეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს “თავიანთი ხმა გააგონონ”.

კერძოდ, საუბარია ევროპარლამენტის მოუწოდებაზე შესაბამის ინსიტუტების მიმართ, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე.

აქციის მონაწილეებმა, გუშინდელო პროტესტის მსგავსად, ხელის აწევით დააფიქსირეს, სურდათ თუ არა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა და მსვლელობის დაწყება.

ამ მომენტში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა