თეგებით ძიება

"პარტია ჯანსაღი ორგანიზმია, წასვლაც, მოსვლაც და აზრთასხვადასხვაობაც ბუნებრივი პროცესია"- წითლიძე ვაშაძეს პარტიისთვის და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, ანი წითლიძე პარტიიდან წასულ თავმჯდომარეს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.
წითლიძე ამბობს, რომ პარტია ჯანსაღი ორგანიზმია, წასვლაც, მოსვლაც და აზრთასხვადასხვაობაც ბუნებრივი პროცესია
"გრიგოლ ვაშაძე პარტიისთვის უმძიმეს პერიოდში შემოგვიერთდა და ძალიან ბევრი გააკეთა პარტიის გაძლიერებისთვის. მადლობა მას პარტიისთვის და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. პარტია ჯანსაღი ორგანიზმია, წასვლაც, მოსვლაც და აზრთასხვადასხვაობაც ბუნებრივი პროცესია. ბევრი გამოგვივლია ეს რვა წელი და მხოლოდ გავძლიერდით.ენმ არ არის ერთი რომელიმე ცალკეული ლიდერი, ენმ არის მისი ამომრჩეველი. ეს ბრძოლაც და გაძლებაც არ არის მარტივი მაგრამ გიჟი იდეალისტების ერთობისთვის ბრძოლა გრძელდება საქართველოს გამარჯვებამდე "- აცხადებს ოპოზიციონერი.
გრიგოლ ვაშაძე ენმ-დან დღეს წავიდა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა