თეგებით ძიება

ევრო 4 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის ცნობით, 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2905 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2889 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.16 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0006 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9954 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.52 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4207 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.3846 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 დეკემბრიდან შევა ძალაში.


წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა