17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
შესანიშნავი დღეა ახალი ადამიანების გაცნობისა და ახალი ადგილების მონახულებისთვის, სადაც არასოდეს ყოფილხართ. დღის რეჟიმის შეცვლით სულიერ კომფორტს და უსაფრთხოების განცდას მოიპოვებთ. შეძლებთ ისევ განიცადოთ ემოციები, რომლებიც დიდი ხანია, ან არასოდეს განგიცდიათ. ეს დღე განსაკუთრებით წარმატებული შეიძლება ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის იყოს.
კურო
კუროებს ვურჩევთ, პრობლემებზე თვალი არ დახუჭონ და არც პრობლემის მნიშვნელობა შეამცირონ. გაითვალისწინეთ, რომ სირთულეები თავისით არ გაქრება.
ამ ტაქტიკით მხოლოდ მომავლის შიშს გაზრდით. სიმშვიდის მისაღწევად, რეალობას, როგორიც არ უნდა იყოს, თვალებში უნდა ჩახედოთ. ამ დღეს შეძლებთ განვითარების ახალი დონის მიაღწიოთ და ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი გააუმჯობესოთ, მაგრამ მთავარია ილუზიებზე უარის თქმა შეძლოთ.
ტყუპები
შეიძლება გაგიკვირდეთ ისე ნელ ნელა გადაიზრდება მეგობრობა ლამაზი სიყვარულის ისტორიაში, სადაც მხოლოდ კეთილგანწყობა და დადებითი ენერგიაა. სწორედ ასეთი ნამდვილი და რომანტიკული სიყვარული გჭირდებათ, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობდით. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია წარმატება და ხელფასების ზრდა. თუ კარიერული წინსვლისკენ ისწრაფვით, ყურადღებით იყავით, შეიძლება საინტერესო შესაძლებლობები გამოჩნდეს.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ხელსაყრელი პერიოდი მოდის, რიდესაც პროფესიული თვალსაზრისით, ყველაფერს ადვილად და წარმატებით გაუმკლავდებით, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ეს სიმშვიდე იყოს ქარიშხლის წინ. კარგი იქნება თუ ყველაფრისთვის წინასწარ მოემზადებით. უსმინეთ საკუთარ ინსტინქტს და შეძლებთ განსაზღვროთ, პრობლემებს საიდან უნდა ელოდოთ. ყურადღებით დააკვირდით თქვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებს და მნიშვნელოვანი მომენტი არ გამოგრჩებათ.
ლომი
თქვენი სამყარო პოზიტიური ენერგიით არის სავსე, რაც სრულიად საკმარისია, რომ სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროთ. საუკეთესო დროა ახალი ადგილების აღმოჩენისთვის. გირჩევთ ახალი კულტურები და ეგზოტიკური კერეძები შეისწავლოთ და ახალ, საინტერესო ადამიანებს გაეცნოთ. თუ პანდემიის გამო, მოგზაურობასაც ვერ ახერხებთ, სახლის ან სამსახურის სიახლოვეს მდებარე ადგილები დაათვალიერეთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი ელით.
ქალწული
როგორი მეოჯახეც არ უნდა იყოთ, ამ დღეს ოჯახურ ვალდებულებებზე უარის თქმა და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ერთი დღე ყველაფრის გასაკეთებლად უბრალოდ, საკმარისი დრო არ არის. ახლობელ ადამიანებს იმდენად უყვარხართ, რომ გაგიგებენ, მაგრამ მაგრამ მომავალში დროის მართვა ისე უნდა ისწავლოთ, რომ წონასწორობა შეინარჩუნოთ.
სასწორი
იდეალისტი გულუბრყვილოს არ ნიშნავს. იმაზე საუბარი, რაში მდგომარეობს პრობლემა და როგორ შეიძლება ის მოვაგვაროთ, დროის კარგვა არ არის. დიახ, ბევრი რამის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ იმდენი რამეა შესაცვლელი! უპირველეს ყოვლისა, ერთი სატელეფონო ზარით შეგიძიათ ახლობელ ადამიანს რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაში დაეხმაროთ. მაშ ამით დაიწყეთ.
მორიელი
ამ დღეს გეგმების შეცვლა შეიძლება საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს. მოვლენების შუაგულში მყოფმა შესაძლოა, სხვა გზით წასვლის აუცილებლობა იგრძნოთ და ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. მაღაზიაში, საყიდლებზე მიდიხართ? იქნებ გადაწყვეტილება შეცვალოთ? გამონახეთ თქვენს ცხოვრებაში მეტი ადგილი სპონტანურობისთვის, შეცვალეთ რაღაც ან ყველაფერი და ახალი შესაძლებლობებით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
მშვილდოსანი
წარმოუდგენლად წარმატებული დღე გელით. შესაძლოა, თქვენი ანგარიში მოულოდნელად შეივსოს. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ასე რომ, რაზეც დიდიხანია ოცნებობთ, აუცილებლად ახდება. ეს წარმატება თქვენს მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის. მზად ხართ მთები გადადგათ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანები, რომლებიც რთულ დროს თქვენს გვერდით იყვნენ. ზოგჯერ, უბრალო „მადლობა“ შეიძლება საკმარისი იყოს.
თხის რქა
გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. შეიძლება რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ, რასაც სერიოზული შეცდომების ჯაჭვი მოჰყვება. ფრთხილად იყავით და ერიდეთ ყველაფერს, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თითოეული სიტუაცია ცალკე შეაფასოთ.
საყვარელ ადამიანთან რომანტიკული საღამო გელით.
მერწყული
ეცადეთ, ოცნებებიდამ რეალობას დაუბრუნდეთ და მიწაზე მყარად დადგეთ. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ოჯახის წევრთან კონფლიქტი თავიდან აიცილებლოთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთმა არასწორმა სიტყვამ შეიძლება დიდი პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. თუ მარტოხელა ხართ, ვარსკვლავებს შეუძლიათ ახალი სიყვარულიგაჩუქონ, რაც შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდეს.
თევზები
ამ დღეს დაუჯერებელ სიახლეებს შეირტობთ. ახალი ამბები შეიძლება ოჯახის წევრმა ან საუკეთესო მეგობარმა შეგატყობინოთ. არსებობს შანსი, რომ თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ამის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა რისკი საგულდაგულოდ გათვალოთ. გირჩევთ საღამოს გამორთოთ ტელეფონი და გათიშოთ სტრესის ნებისმიერი წყარო და საყვარელ ადამიანთან ერთად დაისვენოთ.