თეგებით ძიება

ყველაფერი, რაც თხის რქაზე უნდა იცოდეთ

გაინტერესებთ როგორები არიან თხის რქები სამსახურში, სიყვარულში, სექსში და მეგობრობაში? რა არ უყვართ და რა უნდა გახსოვდეთ ზოდიაქოს ამ ნიშნათან ურთიერთობისას? - პასუხების მისაღებად განაგრძეთ კითხვა.



პერიოდი: 22 დეკემბერი – 21 იანვარი



თხის რქა –ზოდიაქოს ურთულესი ნიშანია. მას ყოველთვის საკუთარი მოსაზრება, დადგენილი სანაცნობო წრე და ანაგარიშსწორებისთვის განწირულთა სია აქვს. თხის რქა ძალიან ჯიუტი და თავისებური ხასიათისაა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო, რადგან ისინი შეიძლება იყვნენ ძალიან სასტიკები და ემოციურები. ნებისმიერი წვრილმანი მათთვის შესაძლოა ომის დაწყების საბაბი გახდეს. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები მარტოხელები არიან, რადგან მათ გულში შეღწევა საკმაოდ რთულია. ისინი არც ოჯახზე არიან მიჯაჭვული, რადგან მუდმივად ეძებენ რაიმე უფრო განსხვავებულსა და ფუფუნებით სავსეს.

მამაკაც თხის რქაზე თუ ვისაუბრებთ, მისი მოკლე დახასიათება ასეთი იქნება: ჭკვიანი, ეჭვიანი, პატივმოყვარე, ფრთხილი, იდუმალი, მიზანდასახული, უკომპრომისო, რომლისთვისაც უარი მიუღებელია.

რაც შეეხება ქალ თხის რქას, მისი დახასიათება ასეთია: ბრძენი, აალებადი, ვნებიანი, ემოციური, მაცდური, ანგარიშგებიანი, მომთხოვნი.

თხის რქა სამსახურში
ამ ნიშნის წარმომადგენლები სამყაროს შეცნობის მუდმივ პროცესში არიან. ისინი არ იღლებიან ახალი სფეროების შესწავლით და პროფესიული თუ პიროვნული განვითარებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათი მასტიმულირებელი არის მაღალი ანაზღაურება. თხის რქამ თავიდანვე იცის, რომ კოლექტივში საუკეთსოთა შორის საუკეთესო გახდება. მათი ამბიციები და შესაძლებლობები ყოველთვის თანხვედრაშია.

თხის რქა სიყვარულში
მამაკაც თხის რქას არ ესმის, რატომ ღალატობენ კაცები, რადგან თავად ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანია. ის აფასებს ქალს, როგორც ინდივიდს. თანამგზავრად თხის რქა ყოველთვის ირჩევს კარგ თანამოსაუბრეს, გამგებიან მსმენელს, ნიჭიერ ადამიანს და ვირტუოზ საყვარელს.

ქალი თხის რქა სიყვარულს გააზრებულად უყურებს. ის ყოველთვის აკონტროლებს სიტუაციას და საკუთარ გრძნობებს. შეყვარების უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ აძლევს, როცა გრძნობს რომ პარტნიორის მხრიდან საფრთხე არ ემუქრება. თხის რქა ქალს სურს სტაბილურობა პირად ცხოვრებაში და ხშირ შემთხვევაში ამას იღებს კიდეც. ის ყოველთვის მოვლილია, აკურატულად და მოდურად ჩაცმული, და რაც მთავარია - ქალურია. სწორედ ამის გამო, მას ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა პრტნიორს ჭკუით ირჩევს: საიმედოს და მოსიყვარულეს.

თხის რქა საწოლში
მამაკაცი თხის რქა საწოლში გაუმაძღარია. ყოველ ჯერზე მისი სექსუალური მონაცემები იხვეწება და მრავალფეროვანი ხდება. მას მოსწონს, როცა საძინებელში მბრძანებლობს, ამიტომ პარტნიორის გაკოჭვა, ან იმ პოზების შერჩევა, რომელიც მისთვის არის სასურველი და საინტერესო, თხის რქა მამაკაცისგან არ უნდა გაგიკვირდეთ. მას სიამოვნებას ანიჭებს იმაზე ფიქრი, რომ პარტნიორი დისკომფორტს განიცდის, მაგრამ ემორჩილება მას.

ქალი თხის რქა საწოლში დომინანტია, ისევე როგორც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი. მან ზუსტად იცის რა უნდა, ამიტომ აკეთებს მხოლოდ იმას, რასაც საჭიროდ თვლის. მას დაუღალავი პარტნიორი სჭირდება. თხის რქა ქალი ყოველთვის კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ამიტომ ნებისმიერი პოზა საწოლში მათთვის სიამოვნების მომტანია. ზოგჯერ მის სასიყვარულო თამაშებს სადიზმის კვალიც დაკრავს. ინტიმისას განცდილი ტკივილი მისთვის სიამოვნებასთან ასოცირდება. ქალი თხის რქა ერთ-ერთი ვნებიანი საყვარელია, თუმცა მისი პარტნიორობა ძალიან ცოტას გამოსდის.

თხის რქას ეროგენული ზონები
მამაკაცი თხის რქა ჭკუიდან იშლება, როცა ქალი მის სხეულს ეფერება და ეთამაშება. პარტნიორმა ნელა და ნაზად უნდა შეეხოს მას, თითიების ბოლოებით, კოცნით, თმით, მკერდით, მუცლით და სხეულის სხვა „გემრიელი“ ნაწილებით.

ქალი თხის რქა გონებას კარგავს, როცა მამაკაცი მის მუცელს ეხება. მსუბუქი შეხება და კოცნა მუცლის ქვედა ნაწილზე ქალი თხის რქის სხეულში ვნებების ქარიშხალს იწვევს და ემოციების ვულკანს აღვიძებს.

თხის რქა მეგობრობაში
თხის რქებს უჭირთ ახალი ურთიერთობების დაწყება და პირველი ნაბიჯის გადადგმა. ხშირ შემთხვევაში ეს პატივმოყვარეობიდან გამომდინარე ემართებათ, რადგან სხვებს უღირს და მათთან ურთიერთობისთვის შეუფერებელ არსებებად აღიქვამენ. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ უცნობები საპირისპიროს არ დაუმტკიცებენ. თხის რქები პატივს სცემენ მხოლოდ მათ, ვისაც საზოგადოებაში სახელი აქვს განთქმული, აფასებენ და ასევე გამოირჩევიან ფინანსური შესაძლებლობებით. თუ უცნობმა ადამიანმა თხის რქას ყურადღება მიიქცია, სამაგიეროდ ის მოითხოვს პატივისცემას, ყურადღებასა და ზრუნვას. მეგობრებს ისინი ყოველთვის პირდაპირ ეუბნებიან სათქმელს და შენიშვნებსაც მოურიდებლად აძლევენ. მათთან მეგობრობა ადვილი ნამდვილად არ არის, რადგან თხის რქას ყოველთვის თავისი პირადი შეხედულება აქვს ნებისმიერ საკითხზე და ჯიუტად ცდილობს საკუთარი მოსაზრება და გავლენა მისაღები გახადოს სხვებისთვისაც. თუმცა, ამ ნიშნის ადამიანების დადებით მხარეს წარმოადგენს ის, რომ ყოველთვის პატიოსნად იქცევიან და მეგობრებს ეხმარებიან.

თხის რქას არ უყვარს სხვის პირად საქმეებში ცხვირის ჩაყოფა, ჭორაობა და ბევრი ადამიანი, მათ ხშირად აზრს ეკითხება და რჩევას სთხოვს. თხის რქა - ბრძენია, ამიტომ, მათი რჩევა ძვირი ღირის.

თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ცნობილი ადამიანები: ჯარედ ლეტო, რიკი მარტინი, ავა გარდნერი, კონრად ჰილტონი, არმინ ვან ბიურენი, მაო ძედუნი, მარლენ დიტრიხი, მეგი სმიტი, რედიარდ კილინგი, ენტონი ჰოპკინსი, ანრი მატისი, ჯერომ დევიდ სელენჯერი, მელ გიფსონი, ისააკ ნიუტონი, ადრიანო ჩელენტანო, ნიკოლას კეიჯი, ელვის პრესლი და მრავალი სხვა.

აუცილებელია გახსოვდეთ
ზოდიაქოს ყოველი ნიშანი გამოირჩევა თავისებური ხასიათითა და თვისებებით, თუმცა, ყოველი ადამანი თავისებურად ინდივიდუალური და უნიკალურია. თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში აქცენტი უნდა გავაკეთოთ თვითშეცნობასა და თვითგანვითარებაზე. ზოგჯერ ძალიან ადვილია ყველაფერი საკუთარი დაბადების თარიღს დავაბრალოთ, ვიდრე თავი შევიკავოთ რაიმეს კეთებისგან ან პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნოთ.

ასეა თუ ისე, ჰოროსკოპი ადამიანებში ინტერესს მაინც იწვევს და აქტუალური რჩება. მას კითხულობდნენ, კითხულობენ და წაიკითხავენ მომავალშიც იმისათვის, რომ ვიღაც უფრო ახლოს გაიცნონ ან რომელიმე არასწორი და მცდარი ქმედების მიზეზი იპოვონ.

აქვე რჩევის სახით გეტყვით: «გიყვარდეთ თქვენი და თქვენი ახლობლების შეცდომები და არასწორი ქცევებიც, რადგან სწორედ მათ გამო ვართ უნიკალურები და განუმეორებლები». იცხოვრეთ დღეს და გაიაზრეთ, რომ თითოეული ჩვენგანი თავისუფალია საკუთარ არჩევანსა და გადაწყვეტილებაში. პატივი ეცით გარშემომყოფებს და ნაკლებად შეეჯახებით პრობლემას, სახელად «ზოდიაქოს ნიშნების შეუთავსებლობა».


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა