18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
საიდუმლო, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, არავის უნდა გაუმხილოთ. მაშინაც, თუ ამ ინფორმაციის გამოყენების ცდუნება გაგიჩნდათ. ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია საყვარელი ადამიანის ან კოლეგის შესახებ, ამიტომ წინდახედულად უნდა იმოქმედოთ.
კურო
ვარსკვლავები კუროს ურჩევენ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ ადამიანებთან ურთიერთობისას. შეიძლება მეგობარს ან ნაცნობს შეხვდეთ, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს და თქვენც საფიქრალს გაგიჩენთ. ნუ ეძებთ ახსნა-განმარტებებს, რადგან, სავარაუდოდ, ვერ იპოვით. რამდენადაც შესაძლებელია გამოიყენეთ საკუთარი ინტუიცია და ნუ დაირღვევთ სიმშვიდეს სხვისი პრობლემების გამო. გაითვალისწინებთ, რომ თქვენი ძალისხმევისთვის მადლობელი არავინ დარჩება და პრობლემების გარდა, ვერაფერს მიიღებთ.
ტყუპები
კუპიდონი სიურპრიზებს გიმზადებთ, რაშიც დილიდან დარწმუნდებით. მოულოდნელ შეხვედრას შეიძლება ლამაზი სიყვარულის ისტორია მოჰყვეს. რს ურთიერთობა ჰარმონიული და ენერგიით სავსე იქნება. სრული უფლება გაქვთ ამ უნიკალური შესაძლებლობით ისარგებლოთ. ვინ იცის, იქნებ ეს ის ადამიანია, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობთ.
კირჩხიბი
ეცადეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობის დროს მეტი დიპლომატიური დამოკიდებულება გამოიჩინოთ, თუნდაც ზოგჯერ ამის ძალა და ენერგია არ გაქვთ.
ეცადეთ, რომ ამან თქვენს მნიშვნელოვან საქმეებზე არ იმოქმედოს. არსებობს სიტუაციები, როდესაც საუთარი პოზიცია უნდა დაიცვათ, თუნდაც ამას კონფლიქტი მოჰყვეს. ვალდებული არ ხართ, რომ ვინმეს ბედნიერებას შეეწიროთ. ზოგჯერ საუკეთესო გამოსავალი ყველასთვის მოსაწონი არაა.
ლომი
ლომებო, მეტი ნდობით მოეკიდეთ ადამიანებს, რომლებიც რთულ დროს თქვენს დასახმარებლად მოდიან. მით უმეტეს, რომ მათი უმეტესობა საუკეთესო განზრახვით მოქმედებს. ადამიანებს, რომლებიც თქვენს კეთილდღეობაში დაინტერესებულები არიან, შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. ზოგი მათგანი პესიმისტური შეხედულებებიდან ოპტიმისტური მოსაზრებების მიმართულებით გადაადგილებაში დაგეხმარებათ. ეს ადამიანები პრობლემის სრულად დანახვაში დაგეხმარებიან. გახსოვდეთ, რომ დახმარების თხოვნა სისუსტის ნიშანი არ არის, უფრო პირიქით, ასე, რომ დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ.
ქალწული
დროა, შიშისგან გათავისუფლდეთ. როგორც კი შეუცნობლის შესწავლას დაიწყებთ, თქვენთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. თავიდან შეიძლება ეს რთული ჩანდეს, მაგრამ შედეგი მოგეწონებათ. რა გაეწყობა, სასურველის მოპოვება მარტივი არ არის. მნიშვნელოვანია შეისწავლოთ რაღაც ახალი, რაც თქვენს კეთილდღეობას ხელს შეუწყობს. ვარსკვლავები უნიკალურ შანსებს მოგცემთ.
სასწორი
ნუ შეშინდებით, თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით. არასოდესაა გვიან გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა და კარგი შთაბეჭდილების მოხდენა, განსაკუთრებით ახლა, როცა ძალიან დადებითი ენერგიით ხართ გარშემორტყმული. ახლობელ ადამიანებს თქვენი წარმატების სჯერათ. არავინ არის სრულყოფილი, ამიტომ ისინი თქვენს ბოლოდროინდელპრობლემებს გაგებით მოეკიდებიან.
მორიელი
კოლეგის ან ახლობლის პრობლემაში მოგვარებას გადაწყვეტთ. გირჩევთ პირდაპირ, მაგრამ ტაქტიანად უთხრათ, როგორ შეიძლება თქვენი აზრით ამ პრობლემის გადაჭრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩიხი, რომელშიც ის აღმოჩნდა, თქვენზეც იმოქმედებს. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ამაზე საუბარს, მით უფრო მალე მოგვარდება პრობლემა. ეცადეთ კეთილი და ყურადღებიანი იყოთ, მაგრამ თავს ნუ გასწირავთ.
მშვილდოსანი
თქვენი საყვარელი ადამიანი რთულ პერიოდს განიცდის და დახმარება სჭირდება. ეცადეთ, პრობლემა სხვა კუთხიდან დაანახოთ და თავად მიხვდება, შემდეგ რა ნაბიჯები უნდა გადადგას. თქვენი თანდაყოლილი იუმორის გრძნობა ყველაზე ეფექტური იარაღია მის სულში სიხარულის მცირე ნაპერწკლის გასანათებლად, ასე რომ, ნუ დაიტოვებთ თქვენს პოზიტივს მხოლოდ საკუთარი თავისთვის.
თხის რქა
მცირე შესვენება და დაფიქრება გჭირდებათ, რადგან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაგროვდა. მიეცით საყვარელ ადამიანს უფლება, რომ ინიციატივა თასვის ხელში აიღოს და დაგეხმაროთ. სანამ ოპტიმალურ გამოსავალს ეძებთ, დროებით დაშორდით ყველაფერს, რაც გარშემო ხდება. დროა, ნაბიჯი უკან გადადგათ და გადაწყვიტოთ, სად წასვლა და რისი გაკეთება გინდათ. ამ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია ემოციური წონასწორობის პოვნა.
მერწყული
შესაძლოა, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოთმინებაა.
შეცდომების აღმოჩენას საუკეთესოდ ახერხებთ, მაგრამ გამბედაობა უდა მოიკრიბოთ და დაელაპარაკოთ მას, ვინც პროფესიულ თუ ოჯახურ ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
თევზები
თევზებს მძიმე დღე ელით. ამ დღის ღირსეულად გასატარებლად ყველა რესურსის მოზიდვა დაგჭირდებათ. შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ საკუთარი თავის შესახებ სიახლეები შეიტყოთ. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და არ დაუშვათ, რომ პირველივე დაბრკოლებამ დაგამარცხოთ. უარი თქვით ყველაფერზე, რასაც ვერ აკონტროლებთ და ამაზე ენერგია არ დახარჯოთ. სულიერ სიმშვიდეს მხოლოდ ამ გზით დაიბრუნებთ და შეძლებთ საგნებს სხვა თვალსაზრისით შეხედოთ.