სიზმრების დამჭერი - როგორ ვისწავლოთ წინასწარმეტყველური სიზმრების დანახვა და გაგება
წინასწარმეტყველურ სიზმრებს ყველა ადამიანი ნახულობს, მაგრამ მათი მნიშვნელობა ყველასთვის არაა გასაგები. რატომ ხდება ასე და როგორ უნდა „დაუმეგობრდეთ“ თქვენს ქვეცნობიერს სიზმრების დახმარებით, ჩვენ გიამბობთ.
ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელს, შვეიცარიელ ფსიქიატრს კარლ გუსტავ იუნგს სიზმრები ერთგვარ შუამავლად მიაჩნდა, რომელიც გონების ინსტიქტური ნაწილებიდან შეტყობინებებს რაციონალურ ნაწილს გადასცემს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიზმრების დახმარებით, ქვეცნობიერი გონება ცდილობს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადმოგვცეს.
ის ფაქტი, რომ ასეთი „საკომუნიკაციო მოწყობილობა“ მუშაობს, მრავალ შემთხვევაში დადასტურდა. ისტორიულ და ბიოგრაფიულ წიგნებში შეგიძლიათ იპოვოთ მრავალი მაგალითი, როდესაც სიზმრები წინასწარმეტყველებდნენ მოვლენებს, რომლებიც შემდეგ ნამდვილად მოხდა.
მაგალითად, ცნობილია, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა მუშაკმა ტრაგიკულ მოვლენებამდე წელიწადნახევრით ადრე ავარია სიზმარში ნახა. ნაპოლეონმა, ერთ-ერთი ბრძოლის შედეგი წინა დღეს, სიზმრში ნახა. მეცნიერ მენდელეევს, მისი ცნობილი ცხრილი ნახა სიზმარში. მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი მოზარდი, რიდესაც სიზმარი ნახა, რომელიც მოგვიანებით, ფარდობითობის თეორიის აღმოჩენაში დაეხმარა.
როგორ მუშაობს?
ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, წინასწარმეტყველური სიზმრების ფენომენი საკმაოდ მარტივად აიხსნება. ჩვენ ვიმყოფებით უზარმაზარ ინფორმაციულ ველში, რომელიც თაობათა მიერ დაგროვილი ცოდნისა და უდიდესი გამოცდილებისგან შედგება. იუნგი ამას კოლექტიურ არაცნობიერს უწოდებს. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ეს ინფორმაცია მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობით გამოიყენოს. ამისათვის მრავალი აღქმის საშუალება და არხი არსებობს და ის თითოეული ჩვენგანისთვის განსხვავებულია. ზოგი ცოდნას ნახატებით, ნიშნებით, სიმბოლოებით იძენს, სხვები კი საკუთარი გამჭრიახობით, მაგრამ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ის გზა, როდესაც ჩვენს ქვეცნობიერში ვიძირებით. ამ გზას მიეკუთვნება მედიტაცია და ძილი.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი ტვინი სხვადასხვა საქმიანობის დროს სხვადასხვა ტიპის ტალღებს ასხივებს. ფხიზლად მყოფი ადამიანის ტვინი გამა ან ბეტა ტალღაზე მუშაობს, ხოლო დაძინების დროს ტვინის სიხშირე შენელდება და ტეტა ტალღაზე გადადის. სწორედ ღრმა რელაქსაციის ან ძილის დროს ყველაზე მარტივია ქვეცნობიერთან დაკავშირება და ყველა კითხვაზე პასუხის მიღება.
როგორ მივხვდეთ, რომ სიზმარი წინასწარმეტყველური იყო? როგორც წესი, სიზმრებს, რომლებიც ჩვენი ქვეცნობიერის სიგნალებია, რეალობის მაღალი ხარისხი აქვთ, რაც გვაიძულებს მწვავე ემოციები განვიცადოთ. დაახლოებით ისეთი, როგორსაც გაღვიძებული მსგავს სიტუაციაში განვიცდიდით. დეჟავუს ფენომენი სწორედ წინასწარმეტყველურ სიზმრებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, როდესაც რეალურ ცხოვრებაში აღმოჩნდით სიტუაციაში, რომელიც ძალიან გეცნობათ, ნაცნობი ჩანს, თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილება სხვა რამეზე მეტყველებს. შესაძლოა, ჩვენი ქვეცნობიერი გონება ადრე ცდილობდა სიზმრის სახით გამოეგზავნა მინიშნება ამის შესახებ.. რატომაც არა?
ენდეთ საკუთარ თავს
გაითვალისწინეთ, რომ წინასწარმეტყველური სიზმრების გაშიფვრის უნარი ყველას არ ეძლევა. ეს ყველაზე კარგად განვითარებული ინტუიციის მქონე ადამიანს გამოსდით, რადგან ძილიც მისი ნაწილია. მეცნიერები, რომლებიც თავიანთ აღმოჩენებს სიზმარშიმიაგნეს, ძალიან ენდობოდნენ საკუთარ ინტუიციას. მათი წარმატების საიდუმლო ნაწილობრივ ამაშიც მდგომარეობდა, რადგან რაც უფრო მეტად ვენდობით საკუთარ თავს და იმას, რასაც ვგრძნობთ, მით უფრო ვლინდება ჩვენი კავშირი ქვეცნობიერთან. თუ ჩვენი კავშირი საკუთარ თავთან და ქვეცნობიერთან კარგად არის განვითარებული, მაშინ ამ ინფორმაციის წაკითხვა რთული არ იქნება.
სიზმრების წიგნების შესახებ
უძველესი დროიდან ადამიანები სიზმრების ასახსნელად სიზმრების წიგნებს იყენებდნენ, თუმცა ეს სწორი სტრატეგია არ არის. იუნგი ამბობდა, რომ ძილის სიმბოლოების ბრმად დაჯერება ადამიანის პირადი მდგომარეობის გარკვევის გარეშე შეცდომაა. ანუ, ერთი და იგივე სიზმარს სხვადასხვა ადამიანისთვის შეიძლება განსხვავებული მნიშჭვნელობა ჰქონდეს.
როგორ ავხსნათ სიზმრები
სიზმრის გასაგებად, საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდეთ, კიდევ ერთხელ „გადაახვიოთ“სიზმარი დასაკუთარ თავს ჰკითხოთ: რას ნიშნავს პირადად ჩემთვის ის, რაც ვნახე? ეცადეთ ენდოთ თქვენს ქვეცნობიერს და ის სწორ პასუხამდე მიგიყვანთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა სიზმარში არ ღირს გამოცანებისა და თავსატეხების ძებნა. ზოგჯერ წინასწარმეტყველური სიზმრები ჩვენთან უკვე გაშიფრული სახით მოდის. ხშირად, სიზმარში ნაცნობებ ან უცნობებ ადამიანებს ვხედავთ, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას პირდაპირ გვაწვდიან. ასევე შეიძლება გვესიზმრებოდეს ციფრები და სიმბოლოები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხობენ.
ადამიანს სიზმრების უმეტესობა გაღვიძებისთანავე ავიწყდება, მაგრამ ჩვენი ტვინი ცდილობს ნამდვილად მნიშვნელოვანი სიგნალები ხელიდან არ გაუშვას. თუ სიზმარი „თვიდან ამოგივარდათ“, ალბათ ესეც არ არის შემთხვევითი. ცხოვრებაში, ხომ შემთხვევითობა საერთოდ არ ხდება. ყველაფერი, რაც ხდება, წვრილმანების ჩათვლით ხდება, მნიშვნელოვანია. ისწავლეთ ამ წვრილმანების შემჩნევა და საკუთარი თავის მოსმენა, რადგან, ხშირად თავადაც ვიცით, რომელი გზით უნდა ვიაროთ და რაში მდგომარეობს თქვენი მისია. წინასწარმეტყველური სიზმარი მხოლოდ ერთ ერთი გასაღებია.