20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
დღეს საუკეთესო ფორმაში არ ხართ. სადმე შორს გაქცევა, ყველას და ყველაფრისგან დამალვა გინდათ. გამორიცხული არ არის, რომ გადაღლის გამო არასწორი არჩევანი გააკეთოთ და ამან პირად ცხოვრებაში პრობლემები მოგიტანოთ.
კურო
შესაძლებელია, რომ რამდენიმე ფინანსური პრობლემა მოაგვაროთ, კარგ შანსს მიიღოთ და ამის რეალიზებას შეძლოთ. თუ მარტოხელა ხართ, ახლა ყველაზე მეტად სიყვარული გჭირდებათ. ეცადეთ ოთხ კედელში არ ჩაიკეტოთ და სახლიდან გახვიდეთ. გამორიცხული არ არის, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ლამაზი სიყვარულის ისტორიას გაჩუქებთ.
ტყუპები
დღეს თქვენი ყურადღება მთლიანად მატერიალურ მხარეზეა ორიენტირებული, მაგრამ ეცადეთ არც პირადი ცხოვრება დაივიწყოთ. ამ დღეს თქვენს სულს ყველაზე მეტად კომპლიმენტები, შეხება და სიყვარული სჭირდება, მაგრამ ნუ შეეცდებით ეს ძალადობით მოიპოვოთ. ასეთი მიდგომა წარუმატებლობისთვის განწირულია. თუ მარტოხელა ხართ, მოულოდნელმა შეხვედრამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.
კირჩხიბი
მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრამ შეიძლება ცხოვრების შესახებ თქვენი წარმოდგენა შეცვალოს. ისინი გასწავლიან, როგორ შეიძძლება დამოუკიდებლად წარმატებას მიაღწიოთ, ყველა ვალდებულება შეასრულოთ და ფინანსური პრობლემები გადაწყვიტოთ. პირად ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას შეძლებთ. შექმნილ ვითარებაში გულახდილობა საუკეთესო გამოსავალია.
ლომი
ეს დღე შეიძლება გამოცდის, გასაუბრების ან დაწინაურებასთან დაკავშირებული სიახლეებით დაიწყოს. ეს შესაძლებლობა დიდ ენერგიას და ყურადღების მოკრეფას მოითხოვს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ პარტნიორს ღალატში დაადანაშაულებთ, ეცადეთ სიმართლე გაარკვიოთ, თორემ კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ.
ქალწული
დღის პირველ ნახევარში შეიძლება ზოგიერთი ნათესავის შესახებ სიახლე გაიგოთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია, პირიქით, სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლიანობა თქვენს მხარეს იქნება. საღამოს დამშვიდებისა და დასვენებისთვის სასურველია, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.
სასწორი
არსებობს შანსი, რომ ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის საჭირო თანხა მიიღოთ. ბოლოს და ბოლოს სამსახურის ხელმძღვანელი სწორად შეაფასებს თქვენს უნარებსა და მეუღლეც საბოლოოდ გაიგებს, თუ რატომ მუშაობთ ამდენს. თქვენი მუშაობის ფინანსური შედეგები ყველაფერზე მეტყველებს.
მორიელი
ცოტა ხნით შეჩერდით და თქვენს პირად ურთიერთობებზე დაფიქრდით. შესაძლებელია, საყვარელი ადამიანი ელის როდის აუხსნით სიყვარულს ან თუნდაც სიმბოლურ საჩუქარს გაუკეთებთ. ამ დღეს თქვენი ინტუიცია შეუმცდარად მუშაობს. შესაძლებელია, რომ ახლობელი ადამიანის საიდუმლოს მიაგნოთ. ეს არ მოგეწონებათ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს შეძლებთ გარშემომყოფ ადამიანებში გაერკვიოთ.
მშვილდოსანი
შეიძლება საკუთარი ბიუჯეტის გაზრდის შანსი გაგიჩნდეთ. პლანეტების მხარდაჭერა პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.
თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ. ყველაფერი თავისთავად არ მოხდება, ამიტომ გირჩევთ, რომ უფრო თამამად იმოქმედოთ.
თხის რქა
შეგიძლიათ თამამად გამოხატოთ საკუთარი აზრი, მაგრამ ეცადეთ, რომ ტონი ნაკლებად აგრესიული და სარკასტული იყოს. ამით ადამიანებს სტრეწსს მიაყენებთ, რაც საჭირო არაა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გააანალიზოთ, რისი გამოსწორება შეგიძლიათ. თხოვეთ დახმარება ადამიანს, ვისგან ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ და რომელსაც ენდობით.
მერწყული
ემოციური არასტაბილურობის მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს არახელსაყრელი სამსახურით. დაძაბულობა და კოლეგებთან დაპირისპირება ახალი, უფრო წარმატებული ადგილის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. მალე დარწმუნდებით, რომ თუ საკუთარ თავზე იმუშავებთდა საკუთარ მოვალეობებს დამოუკიდებლად შეასრულებთ, გაცილებით წარმატებული გახდებით.
თევზები
ამ დღეს ახალ პროექტების განხორციელებაში ვარსკვლავების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. დაზოგეთ ძალები - დაე, ყველაფერმა თავის გზით იაროს.
ამ დღეს არც ახლობელი ადამიანების მხარდაჭერის იმედი უნდა გქონდეთ. ჩანაფიქრის განხორციელებისთვის პირველ რიგში მოთმინება უნდა მოიკრიბოთ. მთავარია, ამ დღემ ჩაიაროს.