თეგებით ძიება

დაბადების დღეს ვულოცავ ქართული პოლიტიკის ბრწყინვალე და ნამდვილად სახალხო ვარსკვლავს - ვის ულოცავს ნიკა გვარამია დაბადების დღეს?

„მთავარი“ არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში დაბადების დღის მისალოცს აქვეყნებს:

"მაშ ასე, 21 დეკემბერი დადგა!

ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს განძს - სანდროს! ბევრს არ ვილაპარაკებ საკუთარ შვილზე, წარმატებას, სრულ თავისუფლებას, ბევრ ჯანმრთელობას და ცოტაოდენ გამართლებას ვუსურვებ!

ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს მეგობარს და ყველა დროის ყველაზე დიდ ქართველ პოლიტიკოსს, მიშა სააკაშვილს! ვულოცავ და მალე დაედგას ფეხი მისი საყვარელი სამშობლოს მიწაზე და დაემთავრებინოს ის, რისი გაკეთებაც ვერ მოასწრო!

ვულოცავ დაბადების დღეს ქართული პოლიტიკის ბრწყინვალე და ნამდვილად სახალხო ვარსკვლავს, რვა წელი ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლს, უშიშარ და შეუპოვარ კაცს - Nika Melia-ს! ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ! გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა