თეგებით ძიება

"გილაურის ფონდის შექმნას, იდეაში კარგი მიზეზი აქვს, მაგრამ დავიტოვებ უფლებას, ეჭვის თვალით ვუყურებდე მის გააქტიურებას" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი?

მსა­ხი­ო­ბი, ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ნიკა გი­ლა­უ­რის მიერ ფონ­დის შექ­მნას და გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს.

"გი­ლა­უ­რის ფონ­დის შექ­მნას, ასე იდე­ა­ში კარ­გი მი­ზე­ზი აქვს, მაგ­რამ და­ვი­ტო­ვებ უფ­ლე­ბას, ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დე მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას", - წერს ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა გი­ლა­ურ­მა აქ­ცი­ა­ზე ნა­ცე­მი და და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ასე­ვე გა­ფი­ცუ­ლი და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ფონ­დი და­ა­ფუძნა.

კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი კო­მენ­ტა­რებ­ში კი­დევ ერთხელ აკონ­კრე­ტებს რა­ტომ უჩენს ეჭვს გი­ლა­უ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და წერს:

"ზო­გა­დად, ახა­ლი ერა, ახა­ლი ხალ­ხით რომ იწყე­ბო­დეს და წრე­ზე არ ვი­ა­როთ ქრო­ნი­კუ­ლად, მეტ პროგ­რესს მო­უ­ტან­და ამ ქვე­ყა­ნას. ზუს­ტად ამი­ტომ ვუ­ყუ­რებ ეჭ­ვის თვა­ლით. ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი აზრი გა­აჩ­ნდეს. უბ­რა­ლოდ ამ ფონ­დის მერე, მისი პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნა, სხვა რა­მის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის. მეც ხომ მაქვს უფ­ლე­ბა პი­რა­დი აზ­რე­ბის და ეჭ­ვე­ბის.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა