თეგებით ძიება

"ჯერჯერობით ჩემს კაბინეტში ცხოვრობს... სერიოზული ვოლიერია მისთვის ასაშენებელი, რადგან ძალიან ძლიერი ცხოველია" - რას ამბობს ზურაბ გურიელიძე ბექაურის ნაჩუქარ ბოკვერზე?

"ბოკ­ვე­რი უკვე ჩვენს ზო­ო­პარკშია" - წერს ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ბე­ქა­უ­რი. ის თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­თან ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ირ­კვე­ვა ბოკ­ვე­რი, რო­მე­ლიც სკან­და­ლად ქცე­ულ ვი­დე­ო­ში ჩან­და, უკვე თბი­ლი­სის ზო­ო­პარკშია.

AMBEBI.GE ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს ზურა გუ­რი­ე­ლი­ძეს ესა­უბ­რა:

- ლა­შამ ბოკ­ვე­რი ზო­ო­პარკში მო­იყ­ვა­ნა. ხომ არ გახ­და თქვენ­თვის ცნო­ბი­ლი, რა გზე­ბი­თაა ბოკ­ვე­რი ქვე­ყა­ნა­ში შე­მოყ­ვა­ნი­ლი?

- არ უთ­ქვამს. ალ­ბათ მას გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, ამ სა­მი­ნის­ტროს ეხე­ბა ეს სა­კი­თხი. ეს ჩემი კომ­პე­ტენ­ცია არ არის. გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იყო ჩარ­თუ­ლი და იმე­დია, როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, მეტი ინ­ფორ­მა­ცია გვექ­ნე­ბა. გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

- რამ­დე­ნი თვი­საა ბოკ­ვე­რი?

- და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის და ცოტა მე­ტის.

- რამ­დენ ხან­ში შე­იძ­ლე­ბა ის ადა­მი­ა­ნის­თვის საფრ­თხე გახ­დეს?

- ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, მაგ­რამ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, 4 თვი­დან მას შე­უძ­ლია იყოს და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი. 4 თვი­დან იწყე­ბენ ინ­ტენ­სი­ურ თა­მა­შებს. მაგ დროს შე­იძ­ლე­ბა ბრჭყა­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ადა­მი­ანს.

- რას უპი­რებთ?

- რა­საც სხვა ცხო­ვე­ლებს ზო­ო­პარკში, იმა­ვეს - მო­ვუვ­ლით და გავზრდით. თუმ­ცა ამ ეტა­პის­თვის მზად არ გვაქვს არც ვო­ლი­ე­რი. დიდ ლო­მებ­თან რო­დე­საც ჩას­მა ხდე­ბა, მა­ში­ნაც ფრთხი­ლად უნდა მოხ­დეს, მაგ­რამ ამ ასაკ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია. ასე რომ სას­წრა­ფოდ უნდა გა­ვუ­კე­თოთ ვო­ლი­ე­რი. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემს კა­ბი­ნეტ­ში ცხოვ­რობს. შე­სა­ბა­მი­სად უნდა მო­ვუ­წყოთ ვო­ლი­ე­რი და და­ვი­წყებთ ამის გამ­ზა­დე­ბას. ჯერ­ჯე­რო­ბით დრო­ე­ბითს გა­ვუ­კე­თებთ, სა­ნამ პა­ტა­რაა, დიდი დროც არ გვაქვს. რე­ა­ლუ­რად საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ვო­ლი­ე­რია ასა­შე­ნე­ბე­ლი. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ცხო­ვე­ლია.

- ზო­ო­პარ­კი ახა­ლი ბი­ნა­და­რი, ლო­მე­ბის რა სა­ხე­ო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბა?

- არ­სე­ბობს ორი სა­ხე­ო­ბაა - სპარ­სუ­ლი და აფ­რი­კუ­ლი. ეს აფ­რი­კუ­ლი ლო­მია. კონ­კრე­ტუ­ლად რა ქვე­სა­ხე­ო­ბაა, ამ ასაკ­ში ცოტა ძნე­ლია პა­სუ­ხი, მით უფრო გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის გა­რე­შე. ჯერ­ჯე­რო­ბით თავი გა­მო­ავ­ლი­ნა რო­გორც პა­ტა­რა ლომ­მა. რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კობს თა­ვის ენა­ზე.

- რას ლა­პა­რა­კობს?

- გა­ო­ცე­ბუ­ლია, ეს სად მოვხდიო...

- ამ­ბად გა­ვი­გეთ, რომ ლო­მის ბოკ­ვე­რის შე­მოყ­ვა­ნა 4 თვემ­დე შე­იძ­ლე­ბა, მერე კი არა...

- არა, ასე არ არის. CITES (კონ­ვენ­ცია გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი სა­ხე­ო­ბე­ბით და მათ დე­რი­ვა­ტე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ) ნე­ბარ­თვა, სერ­ტი­ფი­კა­ტი სჭირ­დე­ბა არა მარ­ტო შე­მოყ­ვა­ნი­სას, არა­მედ იმ შემ­თხვე­ვა­შიც, უბ­რა­ლოდ ცხო­ვე­ლის ტყა­ვის ნა­წი­ლიც რომ შე­მო­ი­ტა­ნო. ასე­ვეა სა­ერ­თოდ გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ ცხო­ვე­ლებ­ზე. ის ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც CITES-ში არ არი­ან, სხვა პრო­ცე­დუ­რე­ბია და გა­ცი­ლე­ბით უფრო მარ­ტი­ვი. არ სჭირ­დე­ბათ სერ­ტი­ფი­კა­ტი. კა­ტი­სებ­რე­ბი ყვე­ლა­ნი CITES-ში არი­ან.

მისი წევ­რია ყვე­ლა ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოც სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­ი­ცე­მა ამ კონ­ვენ­ცი­ის ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ. მანამდე საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბია გა­სავ­ლე­ლი, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა არ მოხ­დეს. ჩვენ­თან ასეთ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის, მაგ­რამ ბევ­რგან მო­და­შია, გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი სა­ხე­ო­ბე­ბის ყოლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა