ძალიან მძიმე დღეშია ოპოტელემედია, როცა უსმენთ გაიხსენეთ "მანქანების კოლონა“, "მიშა კვდება“ და სხვა ტყუილები, რაც ამ კანტორებს უკადრიათ - თამარ ჩერგოლეიშვილი
"მეგობრებო, ოპომედია სპინავს ისე, როგორც მათ პატრონებს უნდათ. ასე მეგონა, გასულ გაზაფხულს, ერთიანი სიის იდეაზე საკამათოდ მივდიოდი პრეზიდენტთან და რომ მივედი პრეზიდენტმა მითხრა რომ „ერთიანი სია მახეა,“ - აღნიშნულის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"საკამათო არაფერი დაგვიტოვა. ანუ სრულიად ურცხვ ტყუილს უვრცელებდნენ - ქარტია უნდოდა. როცა ტელემედიას უსმენთ, გაიხსენეთ „მანქანების კოლონა“, „ბიძინას დაჟანგებული სასახლე“, „მიშა კვდება“ და სხვა უსირცხვილო ტყუილები რაც ამ კანტორებს უკადრიათ, რომ პატრონებს მოლაქუცებოდნენ. ზურაბიშვილს დაველოდოთ.
აზრზე არ ვარ რას იზამს. უბრალოდ გარემოებები შეგახსენეთ და ამ პრიზმიდან უყურეთ. სანამ პრეზიდენტი არ იტყვის, არ ვიცი რას აპირებს. პ.ს. ძალიან მძიმე დღეშია ოპოტელემედია, უკიდურესად. უსმინეთ იმ დათქმით, რომ სრულიად თავისუფლად შეიძლება ურცხვი ტყუილი იყოს ხაზარაძის ეგოს მოსაფხანად“, - აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.