თეგებით ძიება

პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით სახელმწიფო უწყებებთან მსვლელობა იმართება

პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ვერის ბაღში სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მსვლელობას გამართეს.

სამოქალაქო აქტივისტები ყველა იმ სახელმწიფო უწყებას გაივლიან, რომელიც მათი თქმით, დამნაშავეა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ.

სამოქალაქო აქტივისტები აქციით სოლიდარობას უცხადებენ გიორგი რურუას და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას.

აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ისინი აქციებს მანამ გამართავენ, სანამ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებენ.

მსვლელობის დასრულების შემდეგ აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბებიან, სადაც დღეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის საქმეზე, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის სასამართლოპ პროცესი არის ჩანიშნული.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა