22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
შთაგონების მომენტი გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ეს შეიძლება პატარა პროექტი იყოს, რომელიც მომავალში ბიზნესად იქცევა. მოსალოდნელია პრობლემის მოგვარება, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება გაცილებით მშვიდი და ჰარმონიული გახდება. მარტოხელა ვერძი შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეს, რომელიც მისი ცხოვრების საიმდეო საყრდენი გახდება.
კურო
კუროებს ვურჩევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტი იზრუნონ და თუ ეს შესაძლებელია, ნაკლები იფიქრონ უარი სევდიან ამბებზე. ნუ დაუშვებთ, რომ სტრესმა თქვენს ცხოვრებაზე კვალი დატოვოს. გადაწყვიტეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ და უარი თქვით საკითხებზე, რომელთა კონტროლი არ შეგიძლიათ. ბოლოს და ბოლოს აღმოაჩენთ სამყაროს, რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ და შეძლებთ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოთ.
ტყუპები
ტყუპებმა პირად სფეროში განცდილი მარცხის ან უსიამოვნო გამოცდილების შემდეგ, განსხვავებული მიდგომა უნდა აირჩიონ. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, ამიტომ შესაძლებელია, წარსულის მოგონებებმა პარტნიორთან თანდათან დაგაშოროთ. ნებისმიერი წარმატებული ურთიერთობა სრულ ნდობას მოითხოვს. თქვენ იმსახურებთ ნდობას საკუთარ თავში, საყვარელ ადამიანსა და მომავალში.
კირჩხიბი
კირჩხიბებს მძიმე დღე ელით და დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ ეს დღე პოზიტიურად დასრულდეს. ის, რაც თქვენი აზრით, კონკრეტულ სიტუაციას შეეფერება , აუცილებლობას არ წარმოადგენს და გარშემო მყოფებთან დაუსრულებელ დისკუსიას გამოიწვევს. პანიკის მიზეზი არ არსებობს. პირიქით, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საკუთარი თავის შესახებ მეტი გაიგოთ. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და უფრო დარწმუნებული იყავით საკუთარ შესაძლებლობებში.
ლომი
ლომი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ მათ მიმართ, ვინც ყოველთვის არ იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს. ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი სხვების მიმართ. ესაუბრეთ მათ ვალდებულებების შესრულებაზე და მიეცით საშუალება შეცდომები გამოსწორონ.
სტატუსი, რომელიც ახლა გაქვთ, არა მარტო კარიერულ წინსვლაში, პირად ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ.
ქალწული
ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ უფრო მიმტევებელი გახდეთ და ენერგია გონივრულად ხარჯოთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნას.
აჩუქეთ განსაკუთრებული საჩუქარი თქვენი ცხოვრების განსაკუთრებულ ადამიანის. ამ დღეს ბედი უამრავ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ.
ისწავლეთ ცხოვრება საკუთარი და ახლობელი ადამიანების სურვილების შესაბამისად.
სასწორი
ამ დღეს გადაუჭრელმა პრობლემებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ. გირჩევთ მცირე შესვენება გააკეთოთ და მეუღლეს საშუალება მისცეთ, რომ სანამ თქვენ ფიქრობთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს. დროა ნაბიჯი უკან გადადგათ და გადაწყვიტოთ, როგორ მოხვდეთ იქ, სადაც საჭიროა. ურთიერთობები ძალთა ბალანსია, ამიტომ ურთიერთგაგება ახლა ძალზე მნიშვნელოვანია.
მორიელი
ემოციებით სავსე ხართ, რაც ლოდინს აუტანელს ხდის, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დაჩქარება შეუძლებელია. ეცადეთ მანამდე რამე მნიშვნელოვანი საქმით დაკავდეთ. მორიელისთვის დღეს მოთმინება ყველაზე მნიშვნელოვანია. მიეცით დროს საშუალება, რომ ყველაფერი თქვენს ნაცვლად გადაწყვიტოს, როდესაც მოქმედების დრო მოვა, მაშინვე მიხვდებით.
მშვილდოსანი
გაუგებარი მიზეზების გამო, ამ დღეს სრულყოფილ ურთიერთობას და საკუთარი აზრების გამოხატვას ვერ შეძლებთ. თქვენ ძალიან კარგად ახერხებთ შეცდომების შემჩნევას, მაგრამ გამბედაობა არ გყოფნით დაელაპარაკოთ მას, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია. თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს შეიძლება უნიკალურ ადამიანს შეხვდეთ. ის, რომ დღეს გრძნობების გამოხატვას ვერ ახერხებთ, ურთიერთობის დამყარებაში ხელს შეგიშლით. დაე, თქვენს ნაცვლად, თქვენმა გულმა ილაპარაკოს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც გსურთ.
თხის რქა
მძიმე და დაძაბული დღეა. ცდილობთ საკუთარი პრობლემების გარდა, ყველა ახლობელი ადამიანის პრობლემას გაუმკლავდეთ. ვარსკვლავები კეთილ საქმეებს ყოველთვის მხარს უჭერენ, მაგრამ ფრთხილად იყავით, ნუ გადააჭარბებთ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობპლემები შეგიქმნათ.
მერწყული
მერწყულისთვის ეს საუკეთესო დროა წარსულისა და აწმყოს გააზრებისთვის და განსაკუთრებით მომავალზე ფიქრისთვის. ცხოვრებამ მნიშვნელოვანი გაკვეთილები ჩაგიტარათ, ამიტომ ეცადეთ საკუთარი ცხოვრებიდან გამორიცხოთ ყველაფერი, რაც საზიანოდ მიგაჩნიათ. ეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში სიხარული მოაქვთ. იარეთ საკუთარი გზით და იმოქმედეთ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. არ ინერვიულოთ, ბოლოს ყველაზე დაპირისპირებული ადამიანებიც კი დაგეთანხმებიან.
თევზები
ამ დღეს ყველაზე მეტად ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა ერიდოთ. ნუ ინერვიულოთ იმაზე, რისი შეცვლა და კონტროლიც არ შეგიძლიათ.
დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი სიახლე თქვენს მდგომარეობას შეცვლის. გამორიცხული არ არის, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია ელით, რაც ლამაზი რომანის დასაწყისად იქცევა. თუ უკვე დაოჯახებული ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ცხოვრების პარტნიორს.