თეგებით ძიება

"ოცნებას" თამაშში დასარჩენად ერთადერთი სვლა დარჩა - ვადამდელი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა - კემულარია


"ტრიბუნას" წევრი კოტე კემულარია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ "ქართულ ოცნებას" რეალურად ერთადერთი გამოსავალი დარჩა - ვადამდელი არჩევნების დანიშნვა, რადგან, მისივე განცხადებით, სხვა სათამაშო სვლა აღარ დარჩა:
"ლაბორანტ კობახიძეს უთქვამს : ”ჭადრაკის ენით - უამრავი სვლა გვაქვსო”.

არადა, კიდევ ერთხელ ატყუებს, ნაცვლიშვილის ჩაწოდებით ბიძინას.

სინამდვილეში კი, კობახიძე “ცუნგ-ცვანგში” არის.

ჭადრაკში ასე ჰქვია ერთადერთ იძულებით სვლას.

ანუ, "ოცნებას" თამაშში დასარჩენად ერთადერთი სვლა დარჩა - ვადამდელი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა" - განაცხადა კემულარიამ.


წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა