თეგებით ძიება

ეს პარლამენტი მოკლებულია ყველანაირ უფლებამოსილებას, ლეგიტიმურობას და არის ერთი ადამიანის ერთპარტიული პარლამენტი - კაპანაძე

ევროპული საქაღთველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენებს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, სურათი, რომელიც პარლამენტშია, არის ძალიან კომიკური, მაგრამ ამავდროულად, ძალიან სახიფათო. კაპანაძის თქმით, სწორედ იმ მთავრობას აქვს სამთავრობო პროგრამის სახელად „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის“, რომელმაც ქვეყანას მოუტანა მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს პარლამენტი მოკლებულია ყველანაირ უფლებამოსილებასა და ლეგიტიმურობას და წარმოადგენს ერთი ადამიანის ერთპარტიულ პარლამენტს.

„ვინც თვალს ადევნებს პარლამენტის სხდომას და ის, რაც კომიტეტებზე ხდება, მემგონი ადვილად რწმუნდება იმაში, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან კომიკური, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან სახიფათო. თვითონ სამთავრობო პროგრამის სახელიც კომიკურია, რომ თურმე სახელმწიფო პროგრამა არის ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის, იგივე მთავრობით, იგივე პრემიერ-მინისტრით, იგივე ადამიანებით, რომლებმაც გამოიწვიეს ქვეყანაში მრავალი ტიპის კრიზისი, როგორც პოლიტიკური, მაგრამ უფრო მნიშნელოვანი ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისები.

ამრიგად, ეს პარლამენტი მოკლებულია ყველანაირ უფლებამოსილებას, ლეგიტიმურობას და არის ერთი ადამიანის ერთპარტიული პარლამენტი. საქართველოს ამ დროს სჭირდება ქვეყნის მრავალპარტიული პარლამენტი, ეს არის ძალიან დიდი განსხვავება და სწორედ ამიტომ, ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი, მოთხოვნები ახალ არჩევნებზე, რომ პარლამენტმა შეიძინოს ის რეალური ფუნქცია, რომელიც მას აქვს გარანტირებული და განსაზღვრული კონსტიტუციით.“ - განაცხადა კაპანაძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა