თეგებით ძიება

უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენა - იუპიტერი და სატურნი ცაზე ერთი მნათობის სახით გამოჩნდნენ

მსგავსი ფაქტი ბოლოს 800 წლის წინ, 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა.


დღეს იუპიტერმა და სატურნმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ღამის ცაზე ერთმანეთი გადაკვეთეს და ერთი კაშკაშა მნათობის სახით გამოჩნდნენ.

წლევანდელი განლაგება გამორჩეულია სულ მცირე ორი მიზეზის გამო. ერთ-ერთი გახლავთ ორი პლანეტის ერთმანეთთან გასწორების ხარისხი. ასტრონომთა განცხადებით, ამ დროს ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს გამოჩნდნენ, როგორც ბოლო 800 წლის განმავლობაში არ გამოჩენილან ცაზე.

მეორე ფაქტორი, რომელმაც ეს მოვლენა ასე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია არის ის, რომ ზამთრის ბუნიაობას ემთხვევა, შობამდე ცოტა ხნით ადრე.

დროში ასეთმა დამთხვევამ წარმოშვა სპეკულაციები იმის შესახებაც, შეიძლება თუ არა, რომ საქმე გვქონდეს იმავე ასტრონომიულ მოვლენასთან, რომლის შესახებაც ბიბლია გვამცნობს — ბეთლემის ვარსკვლავთან, რომელიც მოგვებს იოსების, მარიამისა და ახალშობილი იესოსკენ წარუძღვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა