თეგებით ძიება

არ უნდა გახსნან! თუ სავაჭრო ცენტრებს ხსნით, მაშინ რესტორნებიც გაგეხსნათ, ჩვენ დავილაგოთ გულზე ხელები? - თემურ თათარაშვილი

მომღერალ თემურ თათარაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და ხელისუფლებას მიმართავს, რომ თუ სავაჭრო ცენტრებს გახსნიან, მაშინ რესტორნებიც გახსნან, რათა მომღერლებს შემოსავალი გაუჩნდეთ.

"რა თქმა უნდა არ უნდა გახსნან! თუ სავაჭრო ცენტრებს ხსნით, მაშინ ერთი დღე რესტორნებიც გაგეხსნათ, რომ ახალ წელს ორი კაპიკი გაგვეკეთებინა, რატომღაც გავიწყდებათ რომ ჩვენც ხალხი ვართ და ჩვენც გვყავს ოჯახში შვილები და შვილიშვილები. ვისაც არ გაგვაჩნია სიმღერის გარდა სხვა შემოსავალი, რა ვქნათ? დავილაგოთ გულზე ხელები?" - წერს თემურ თათარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, მომღერალი მერიის მიერ დაანონსებულ საახალწლო კონცერტზე მხოლოდ 1 სიმღერას, შობის დღეს მღერის.

"ვმონაწილეობ 7 იანვარს, ვმღერი 1 სიმღერას, რომლის ჰონორარსაც მივიღებ შესრულებიდან 3 კვირაში, ნუ დაახლოებით იანვრის ბოლოს და თანხას, რომელიც მეყოფა მხოლოდ კომუნალურებში"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა