თეგებით ძიება

სანდრო ბრეგაძე მილიონერების ქონების კანონიერების დასადგენად საგამომძიებლო კომისიის შექმნას ითხოვს

მილიონერების ქონების დაგროვების კანონიერების გზის დასადგენად, „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე საგანგებო საგამომძიებლო კომისიის შექმნას ითხოვს.

„ქართული მარში“ – უნდა შეიქმნას საგანგებო საგამომძიებლო კომისია, რომელიც გამოიძიებს ყველა მილიონერის მიერ ქონების დაგროვების გზას, რომლებმაც საქართველოს ბიუჯეტის ძარცვის გზით მოიპოვეს უდიდესი ქონებადაწყებული 90-იანი წლებიდან, დამთავრებული დღემდეგამოიძიებს მათ მიერ ქონების პრივატიზაციის კანონიერებას, ანაბრების მითვისებას, ტენდერებში უკანონო გამარჯვებას და ასე შემდეგვინც პატიოსანი აღმოჩნდება, ის შეინარჩუნებს თავის ქონებას.

ხოლო მექრთამე-კორუფციონერ-ქურდებს უნდა ჩამოერთვათ მრავალმილიონიანი ქონებები და გადაეცეს ხალხსთუ ოდესმე „ქართული მარში“ მიუშვეს სახელისუფლებო ბერკეტებთან, პირველი ამ აქტს განახორციელებს“, – წერს სანდრო ბრეგაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა