თეგებით ძიება
22. 12. 2020 მსოფლიო

უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსით 575 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა კორონავირუსისგან

კორონავირუსის გავრცელება უკანასკნელი დღეების განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს - გასულ 24 საათში ინფიცირების 575 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 9267 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, ინფიცირებულია 77 783 453 ადამიანი, ხოლო 1 710 521 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

კოვიდ 19-ის გავრცელების რეკორდი დაფიქსირდა გასულ დღეს- 818 796 შემთხვევა , ხოლო 10 652 პაციენტი დაიღუპა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აშშ-სა და რუსეთში. მოსკოვში აცხადებენ, რომ გასულ დღე-ღამეში 28 776 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 561 პაციენტი გარდაიცვალა. დაღუპულთა რიცხვი უკვე გასცდა 50 000-ს. მოიმატა აგრეთვე გამოჯნმართელებულთა რიცხვმაც და უკვე 2 319 520-ს შეადგენს.

აშშ-ში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა უკვე 18 მილიონს აღემატება, რასაც 319 354 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა