არჩილ გამზარდია: "ქართული ოცნება" მოსახლეობის გენოციდის რეჟიმშია და უნდა მიიღოს ის, რასაც ტირანი ხელისუფლება იმსახურებს
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "ქართულ ოცნებას" საქართველოს მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს აცხადებს, რომ ხელისუფლება ღარიბ მოსახლეობას მიზანმიმართულად ანადგურებს:
"მავნებელო ხელისუფლებავ, არც ტრანსპორტს რომ არ ხსნით და არც ბაზრობებს, მხოლოდ ღარიბ ხალხს ურტყამთ ხომ თქვე ფაშისტებო?
და როდესაც ვამბობ, რომ გენოციდს ცდილობს ხელისუფლება მეთქი, არ მეთანხმებით...
მიზანმიმართულად ღარიბების კიდევ უფრო განადგურება გენოციდი არ არის?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ქართული ოცნება" მოსახლეობის გენოციდის რეჟიმშია და უნდა მიიღოს ის პასუხი, რასაც ტირანი ხელისუფლება იმსახურებს", - წერს არჩილ გამზარდია.