თეგებით ძიება
22. 12. 2020 მსოფლიო

"ჩვენ მზად ვართ ძლიერად ვუპასუხოთ ირანის ნებისმიერ შეტევას" - ამერიკელი გენერალი

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა რეაგირება მოახდინოს და ძლიერად უპასუხოს ირანული ძალების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ შეტევას. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში მყოფი ამერიკული ძალების ხელმძღვანელმა, ფრენკ მაკენზიმ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი თავი, მეგობრები და რეგიონში მყოფი პარტნიორები. მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში რეაგირება მოვახდინოთ“ - აღნიშნა მაკენზმიმ

მისი თქმით, ამერიკის შეიარაღებული ძალები ძალზე კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან და მზად იქნებიან ყველაფრისთვის, რა სახის შეტევაც არ უნდა განახორციელონ ირანელებმა ან მათმა მარიონეტულმა სამხედრო ძალებმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა