თეგებით ძიება

რატომ არ შემოიტანს საქართველო რუსულ ვაქცინას? - ამირან გამყრელიძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ თუ ეს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ იქნება აღიარებული, ქვეყანაში ვერ შემოვა. ამის შესახებ გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.



„ამ ეტაპამდე და საერთოდ, ისტორიულადაც არც ერთ რუსულ ვაქცინას არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. მაგალითისთვის, რუსეთი დიდი რაოდენობით აწარმოებს გრიპის ვაქცინას, მაგრამ ამ ვაქცინას არ აქვს ჯანმოს მხარდაჭერა. ჩვენთან კანონის დონეზეა, რომ რა ვაქცინებიც შემოგვაქვს სხვა დაავადებისთვის, უპირატესად არის ჯანმოსმიერ დადასტურებული. ამიტომ ჩვენ შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელსაც რეკომენდაციას მისცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

ამ დრომდე ყველა კორონავირუსის ვაქცინას მიცემული აქვს გადაუდებელი საჭიროების რეკომენდაცია მიცემული და არა სრული ავტორიზაცია, რადგან მსოფლიო კრიზისშია პანდემიის გამო“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა