თეგებით ძიება

გააქტიურდით მედიკოსებო, ჩვენ კლინიკის გარეთაც საჭირო ვართ - ექიმი ნანა სხილაძე აქციას აანონსებს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობილი ფოტოს ავტორი, ექიმი ნანა სხილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის და მისი კოლეგები 29 დეკემბერს აპირებენ, მოხუცებს ესტუმრონ.

როგორც ექიმი განმარტავს, სურთ მოხუცებს მედიკამენტები და პროდუქტები მიუტანონ. მსურველებს შეუძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხონ.

„ყველაზე ტკბილი მოგონება რა გაქვთ ბავშვობაში? უმეტესობას, ალბათ, ბებია ბაბუასთან გატარებული ტკბილი დღეები, რომელიც გონებიდან არ ამოვა და იქნება სამუდამოდ ჩვენ მეხსიერებაში…

მათ განსაკუთრებული სუნი აქვთ და სითბო… მათ განსაკუთრებულად გამოსდით ჩვენთვის პურის და ხაჭაპურის გამოცხობა… ასეთ გემოს სხვაგან ვერსად იპოვი… არც ისე დიდი ხანია, დავკარგე ერთადერთი ბებო და მათ მიმართ განსაკუთრებული განწყობა მაქვს ახლა უფრო მეტად…

არსებობენ ბებიები და ბაბუები, ვისაც სამწუხაროდ, უწევს მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრება, ზოგი მივიწყებული, ზოგიც კი სხვა გზით ხვდება ასეთ დაწესებულებებში…

ზუსტად ისინი არიან დღესდღეობით ყველაზე დიდი რისკის ქვეშ! მათ სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება.

ვაგროვებთ საკვებს (ბურღულეულს ) (ტკბილეულს) და საჭირო მედიკამენტებს, როგორიცაა მაგალითად პარაცეტამოლი, ანალგინი, ნოშპა, ციტრამონი, ცე ვიტამინი და სხვა. ვისაც როგორ შეგიძლიათ, დავეხმაროთ ამ ადამიანებს. მივდივართ 29 დეკემბერს.

ანგარიშის ნომერი: GE78BG0000000034589800

მივიყვანთ ახალგაზრდა ექიმებს და ჯანმრთელობითაც შეაფასებენ თითოეულს საჭიროების შემთხვევაში

მეტად გააქტიურდით მედიკოსებო, ჩვენ კლინიკის გარეთაც საჭირო ვართ!“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა