თეგებით ძიება
24. 12. 2020 მსოფლიო

ამაღელვებელი ამბავი - ნაომარ მოსულში ქურთმა ქალმა სანტას ფორმა ჩაიცვა და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა

ამაღელვებელი ამბავი ერაყის ჩრდილოეთში საბრძოლო მოქმედებებით დაზარალებულ ქალაქ მოსულიდან - ნაომარ ქალაქს სანტა კლაუსი ეწვია.

როგორც ირკვევა, 23 წლის ქურთმა მუსლიმმა, შაიმა ალ-აბბასმა სანტას ფორმა ჩაიცვა და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.

ქალი ქუჩებში ველოსიპეტით გადაადგილდებოდა.

“უბრალო საჩუქრებს ვარიგებ, რათა გავაბედნიერო ბავშვები. მათ მხიარულება სჭირდებათ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ომის მიმდინარეობისას “ისლამური სახელმწიფოს” ქმედებები და კრიზისი რეალურად აისახა მათ ცნობიერებაზე”, – ამბობს 23 წლის ქალი “როიტერთან” .

გამოცემის ინფორმაციით, 2014 წელს, როცა “ისლამურმა სახელმწიფომ” მოსული დაიკავა, შაიმა ალ-აბბასი, ისევე როგორც მოსულის არაერთი მცხოვრები, იძულებული გახდა, ქალაქი დაეტოვებინა და დევნილთა ბანაკში გადასულიყო.

“ფსიქიკურად ვიტანჯები, როდესაც ნგრევის ამ მასშტაბებს ვხედავ. მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ, გავძლიერდე, რათა შევძლო ამ ბავშვების გაბედნიერება, ვინაიდან როცა ბავშვი ვიყავი, თავადაც გამოვიარე ეს”,- ამბობს შაიმა.



წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა