თეგებით ძიება

პენსიონერები საახალწლოდ პენსიას წინსწრებით ვეღარ აიღებენ

პენსიონერები საახალწლოდ როგორც თავად ამბობენ, ლუკმა-პურის გარეშე რჩებიან, მათი თქმით, ისინი ამჯერად ვეღარ შეძლებენ წინსწრებით თანხის აღებას, რითაც წინა თვეებში სარგებლობდნენ.

ზუგდიდელი პენსიონრები ამბობენ, რომ ლიბერთი ბანკში მისულებს უთხრეს, რომ ამ სერვისით ვერ ისარგებლებდნენ.

ბანკიდან უარით გასტუმრებული პენსიონრები აცხადებენ, რომ თუ ეს საკითხი ახალ წლამდე არ გადაიხედა, აქციებს დაიწყებენ.

“გვითხრეს 5 იანვრამდე ვერ აიღებთ თანხასო, ეს ფული იყო ჩვენი პურის ფული და არა ინდაურის საყიდელი…რა ვქნათ რა მივიტანოთ საახალწლოდ სახლებში”,-უთხრა რადიო თბილისს პენსიონერმა ნორა ბუკიამ.

“ბაზარში ვვაჭრობთ,სესხები გვაქვს გადასახდელი,იმ ფულის იმედად ვიყავით საახალწლოდ,იმ ორი კაპიკის და ისიც მოსპეს”,-ამბობს პენსიონერი ნანა ლაითაძე.

ჯერჯერობით უცნობია,რა გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლიბერთი-ბანკი.

ცნობისთვის,”პენსია ჩარიცხვამდე” არის ლიბერთი ბანკის მიერ მომხმარებლისთვის სერვისის გაუმჯობესების და გამარტივების მიზნით შექმნილი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მიერ საპენსიო/ სხვა სოციალური თანხის ჩარიცხვამდე წინასწარ მიიღოს კუთვნილი პენსია/სოციალური გასაცემელი.

როგორც TIA.GE-ს ერთ-ერთმა პენსიონერმა განუცხადა, ბანკომატთან მისულმა, აღმოაჩინა, რომ წინასწარ, კუთვნილი პენსიის გამოტანას ვერ შეძლებდა და სანაცვლოდ, ბანკი სთავაზობდა "ოვერდრაფტის", ანუ საპენსიო სესხით სერვისით სარგებლობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა