ჰერჩინსკი: ვთქვით, რომ ყველაფერი მაგიდაზეა - მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერებაც
ევროკავშირმა პრეზიდენტების და პრემიერმინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების ტრაექტორიასთან დაკავშირებით.
ნამდვილად შეშფოთებული ვართ, რომ რეფორმების ნაცვლად, რომელიც საქართველოს ახლოს მიიყვანდა ევროკავშირთან, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში რამდენიმე მოვლენა იყო, რომლებიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
ვთქვით, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა (მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება), რაც დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე.
ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ ამ მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ კამპანია იქნება მშვიდობიანი და ძალადობის გარეშე და რომ არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი.
ასე გვინდა მოვლენები განვითარდეს, მაგრამ გაუარესების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტები და ერთ-ერთი უვიზო რეჟიმის შეჩერებაა.
თქვა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ [ფორმულას თარგმანი].
გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირი მზადაა გაწყვიტოს შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ბლოკის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.
როგორც გამოცემა წერს, ეს იქნება ბრიუსელსა და ერთ დროს გაწევრიანების მოსურნე ყველაზე პერსპექტიულ ქვეყანას შორის ურთიერთობების რღვევის მნიშვნელოვანი ნაწილი.