თეგებით ძიება

კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა გადაწყვეტილია - გახარია უწყებას წულუკიანს უმზადებს?

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფა გუნდში უკვე გადაწყვეტილია.

"ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც ადრე იყო, განათლების სამინისტროს გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია საკანონმდებლო პროცედურებზე, სამართლებრივ პროცედურებზე. ვფიქრობ თებერვალს არ გადასცდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ უწყებას თეა წულუკიანი ჩაიბარებს.

თავად წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ განათლებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფის შემთხვევაში, უწყების ხელმძღვანელი გახდეს.

მისი თქმით, თუ გუნდი ამ თანამდებობას შესთავაზებს, "სერიოზულად დაფიქრდება".

"ჯერ მოხდეს სტრუქტურული ცვლილებები და შემდეგ ვიმსჯელოთ. თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები, როგორც ყველა სერიოზულ შემოთავაზებაზე", - ამბობს წულუკიანი.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა