ნებისმიერი პირი, რომელიც იმ დანაშაულს სჩადის, რაც უჩა აბაშიძეს ბრალდება, უნდა გასამართლდეს კანონის მთელი სიმკაცრით - ჩერგოლეიშვილი
„ევროპული საქართველოს“ ერთ - ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ნებისმიერი პირი, რომელიც იმ დანაშაულს სჩადის, რაც უჩა აბაშიძეს ბრალდება (არ ვიცი სიმართლეა, თუ ფაბრიკაცია, უბრალოდ შემზარავია) უნდა გასამართლდეს კანონის მთელი სიმკაცრით.
პრობლემა ისაა, რომ კანონი და სამართალი ამ რეჟიმს ფეხზე ჰკიდია, ამ ქვეყანაში ის არ არსებობს და ამ კამპანიის მოტივი მხოლოდ იმ საპროტესტო პროცესის დისკრედიტაციაა, რომელიც რუსულ რეჟიმს ძირს უთხრის.
ეს ვერ მოხერხდება - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.